ალმოჰადები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
'''ალმოჰადები''' — [[ბერბერები|ბერბერულ]]-[[ისლამი|ისლამური]] სექტის მიმდევრების, მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება. სახელმწიფო არსებობდა [[1121]]-[[1269]] წლებში. ალმოჰადების რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობისა და დინასტიის ფუძემდებელი ღვთისმეტყველი [[მუჰამად იბნ თუმართი]] გამოდიოდა [[ალმორავიდები]]ს რელიგიური დოგმის წინააღმდეგ. მოითხოვდა ისლამის გაწმენდას ყოველგვარი „სიახლისაგან,“ უარყოფდა [[წმინდანი|წმინდანების]], მათი საფლავებისა და წმინდა ადგილების კულტს და „კერპთაყვანისმცემლობისა“ და „მრავალღმერთიანობის“ სამაგიეროდ „ერთღმერთიანობას“ ქადაგებდა. მან თავი მესიად გამოაცხადა და საფუძველი ჩაუყარა ალმოჰადების თეოკრატიულ სახელმწიფოს., სადაც ჭეშმარიტ მუსლიმანებად მხოლოდ „ერთღმერთიანები“ მიაჩნდათ, ხოლო დანარჩენი ყველა „ურჯულოდ“.
 
ალმოჰადები განსაკუთრებით გაძლიერდნენ იბნ თუმართის მოწაფისა და მიმდევრის [[ხალიფა]] [[აბდ ალ-მუმინი]]ს მმართველობის დროს ([[1130]]-[[1163]] წწ.), რომელმაც [[1147]] წელს საბოლოოდ დაამარცხა და გაანადგურა ალმორავიდები, მათემათი დედაქალაქი [[მარაქეში]] ([[მაროკო]]) თავის სატახტო ქალაქად აქცია და თავისი ბატონობა განავრცო მათ სახელმწიფოზე. აბდ ალ-მუმინის მემკვიდრეები [[ესპანელები|ესპანელ]] ქრისტიანებსაც ებრძოდნენ. [[1195]] წელს მათ დიდი გამარჯვება მოიპოვეს [[ალარკოსის ბრძოლა]]ში, მაგრამ [[რეკონკისტა|რეკონკისტის]] დიდი ხნით შეჩერება ვერ შეძლეს.
 
ალმოჰადების პოლიტიკა რეაქციულობითა და რელიგიური შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა და დიდ უკმაყოფილებას იწვევდა [[აფრიკა]]სა და [[ესპანეთი|ესპანეთში]]. [[1212]] წელს [[ლას-ნავას-დე-ტოლოსის ბრძოლა]]ში [[კასტილიისა და ლეონის სამეფო|კასტილიის]], [[არაგონის სამეფო|არაგონის]] და [[ნავარის სამეფო|ნავარის]] გაერთიანებულმა ჯარებმა სასტიკად დაამარცხეს ალმოჰადები. ამის შემდეგ ალმოჰადების სახელმწიფო თანდათან დაიშალა. [[1228]] წელს მას გამოეყო [[ტუნისი]], [[1235]] წელს - თლემსენი, [[1248]] წლისთვის ესპანელმა ქრისტიანებმა ხელში ჩაიგდეს მუსლიმთა ყველა მიწა, გარდა [[გრანადა|გრანადისა]]. [[1269]] წელს [[მარინიდები]]ს დინასტიის ამირებმა მარაქეში დაიპყრეს და ამრიგად ბოლო მოუღეს ალმოჰადებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალმოჰადები“-დან