ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 81:
ამის შემდეგ ქართველები უფრო სამხრეთისკენ მიიწევენ. 1162 წელს გიორგი მესამემ ქალაქ [[დვინი|დვინზე]] გაილაშქრა. თამარის ისტორიკოსის და [[მათეოს ურჰაეცი]]ს სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბრძოლა დვინის წინ გაიმართა, რის შემდეგაც ქართველები უკუქცეულ გადარჩენილ მტერს კვალდაკვალ ქალაქის კარამდე მიჰყვნენ და ზარდაცემულ ლაშქარს შიგ დვინში შეყვნენ, ქალაქი აიღეს და არაქრისტიანული მოსახლეობა დაარბიეს. ქართველთა მხედრობა შინ ნადავლით და ტყვეებით დატვირთული დაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 232-233</ref> დვინიც საქართველოს მეფეს დაემორჩილა.
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მუსლიმი ამირები აიძულა, უფრო მეტი ერთსულოვნებით შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალით გაეწიათ. [[ილდეღიზიდები|ადარბადაგანის ათაბაგმა]], [[დიარბაქირი]]ს მმართველმა, [[შაჰ-არმენები|შაჰ-არმენმა]] და [[სალთუკიდები|არზრუმის ამირამ]] ლაშქარი შეკრიბეს და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ, „მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისა და მოადგეს [[გაგის ციხე|ციხესა გაგისასა]], აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველი საზღვარნი“. ამის შემდეგ მუსლიმები ანისისკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარს შამსადდინ [[ილდეღიზიდები|ილდეღიზი]] სარდლობდა.
როგორც ვარდან ბარძბერდეცის ცნობიდან ირკვევა, გიორგი მეფეს ანისი „სხვათა ხელში“ დიდხანს არ დაუტოვებია. 1173 წელს<ref group="კ">სხვა წყაროებით 1174 წელს.</ref> გიორგი მესამემ ანისი აიღო, ქალაქის ამირა შაჰანშაჰი თან წაიყვანა და უკან აღარ გამოუშვა (შაჰანშაჰი ტყვეობაში გარდაიცვალა). როდესაც ეს თურქებმა შეიტყვეს, კვლავინდებურად სცადეს ანისის დაბრუნება და შეერთებული ძალით ქალაქს მიადგნენ. ვარდანის თქმით, [[ივანე I მხარგრძელი|ივანე ამირსპასალარს]] ანისის თურქთათვის დათმობა სურდა, თუმცა ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით აზრი შეიცვალა. მტერი უკან ხელცარიელი გაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 239</ref> თუმცაღა, წარწერა ანისის ციხის კედელზე გვამცნობს, რომ
ამავე პერიოდში გიორგი მესამემ ილაშქრა შირვანში, სადაც [[ახსითან I|აღსართანი]] (არაბულ-სპარსულ მწერლობაში მოხსენიებულია როგორც აბუ-ლ-მუზაფფარ მანუჩაჰრ-ახისტან ბენ-კესრან-ად-ეს) მეფობდა. აღსართანი ახლო ურთიერთობებს ინარჩუნებდა როგორც ადარბადაგანის ათაბაგთან, ასევე საქართველოს მეფესთან, გიორგი მესამესთან, რომელიც მისი ბიძა იყო. აღსართანი, „დაჭირებული დარუბანდელთა ხაზართაგან“, შველას გიორგი მესამეს შეეხვეწა, რომელიც ჯარით მიეშვალა და თან საქართველოში სტუმრად მოსული<ref group="კ">თამარის ისტორიკოსი თავის ნაწარმოებში „[[ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი]]“ წერს: „მოვიდა ოდესმე ანდრონიკე კომნენოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შუენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის დისწული დიდისა მანუილ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა“
==თამარის ეპოქა==
|