ქართულ-სელჩუკური ომები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 70:
ამის შემდეგ ქართველები უფრო სამხრეთისკენ მიიწევენ. 1162 წელს გიორგი მესამემ ქალაქ [[დვინი|დვინზე]] გაილაშქრა. თამარის ისტორიკოსის და [[მათეოს ურჰაეცი]]ს სიტყვებიდან ირკვევა, რომ ბრძოლა დვინის წინ გაიმართა, რის შემდეგაც ქართველები უკუქცეულ გადარჩენილ მტერს კვალდაკვალ ქალაქის კარამდე მიჰყვნენ და ზარდაცემულ ლაშქარს შიგ დვინში შეყვნენ, ქალაქი აიღეს და არაქრისტიანული მოსახლეობა დაარბიეს. ქართველთა მხედრობა შინ ნადავლით და ტყვეებით დატვირთული დაბრუნდა.<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 232-233</ref> დვინიც საქართველოს მეფეს დაემორჩილა.
 
საქართველოს ასეთმა აქტიურობამ მუსლიმი ამირები აიძულა, უფრო მეტი ერთსულოვნებით შეკავშირებულიყვნენ და ქართველებისთვის წინააღმდეგობა შეერთებული ძალით გაეწიათ. „[[ილდეღიზიდები|აზერბაიჯანის ათაბაგმა]]“, [[სელჩუკთა სახელმწიფო|სელჩუკთა სულთანმა]], [[დიარბაქირი]]ს მმართველმა, [[შაჰ-არმენები|შაჰ-არმენმა]] და [[ბითლისი]]ს და [[სალთუკიდები|არზრუმის ამირებმაამირამ]] ლაშქარი შეკრიბეს და საქართველოს წინააღმდეგ დაიძრნენ, „მომართეს ქუემოკერძოსა ქუეყანასა სომხითისა და მოადგეს [[გაგის ციხე|ციხესა გაგისასა]], აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველი საზღვარნი“. ამის შემდეგ მუსლიმები ანისისკენ დაიძრნენ. მათ ლაშქარს [[ილდეღიზიდები|ილდეღიზი]] ათაბაგი შამსადინი სარდლობდა. სომეხი ისტორიკოსი ვარდან ბარძბერდეცი თავის „ისტორიაში“ გადმოგვცემს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ანისს მოსვენება არ ჰქონდა. საქართველოს თანდათან უჭირდა ბრძოლა ანისისათვის. ამიტომაც, როდესაც [[ილდეღიზიდები|ილდეღიზმა]] ამირამ გიორგი მესამეს ზავი შესთავაზა, საქართველოს მეფე მას კმაყოფილი დაეთანხმა. თანაც „უბოძა ანისი თვისსავე მემამულესა და ითაყვანა თავისა თვისისა ყმადა“. შამსადინმა ქალაქი [[შედადიანები|შედადიანებს]] გადასცა. ამირგად, ანისის ახალი მუსლიმი მმართველი საქართველოს მეფის ვასალი გამხდარა. ივ. ჯავახიშვილი მ. ბროსესთან ერთად ვარდან ბარძბერდეცის ცნობაზე დაყრდნობით ამ ფაქტს 1165 წლით ათარიღებს. <ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ. II, გვ. 237-238: <blockquote>რაკი ვარდანი ამბობს, რომ არლსანი ანისს ოთხი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდაო, მ. ბროსესთან ერთად უნდა დავასკვნათ, რომ გიორგი მეფეს არსლანისათვის ანისი 1165 წ. უწყალობებია.</blockquote></ref>
 
==თამარის ეპოქა==