ანისის შემოერთება (1124): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
საქართველოს მეფემ ანისის მიზგითად ქცეული ტაძარი გაათავისუფლა. ტაძრის აღმშენებელი ბერძენთა დედოფალი კატრონიკე იქვე იყო დაკრძალული. დავითმა კათალიკოსთან და ეპისკოპოსებთან ერთად მიცვალებულს წესი აუგო და საფლავს სამგზის ჩასძახა „''გიხაროდეს შენ წმინდაო დედოფალო რამეთუ იხსნა ღმერთმა საყდარი შენი უსჯულოთა ხელთაგან.''“
 
დავითმა ანისი და მისი მიმდგომი ქვეყანა საქართველოს სამეფოს შემოუერთა და მცველებად მესხი აზნაურები დატოვა. ვარდან ბაზბერდეცის მიხედვით, მეფემ ანისი ქართველ დიდებულებს [[აბულეთი|აბულეთს]] და მის შვილ [[ივანე ორბელი|ივანე]]ს გადასცა. ამის შემდეგ დავითმა დაიპყრო ვანანდისა და არარატის პროვინციაში მდებარე ოლქები, რომლებიც ერთ დროს სომეხ მეფეებს კვირიკესა და აბასს ეკუთვნოდათ, აგრეთვე ქვეყნები კასპიის ზღვამდე ხაბანდა დიდი სომხეთის აცახის პროვინციაში და სხვა.
 
==ლიტერატურა==