ლათინური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 35:
* არქაული (ძვ. წ. VII - [[ძვ. წ. II საუკუნე|II სს]].), რომელიც ხასიათდება მრავალფეროვანი პროცესებით [[ფონეტიკა|ფონეტიკაში]] (ხმოვანთა რედუქცია, დიფთონგთა მონოფთონგიზაცია, როტაციზმი და სხვ.), [[მორფოლოგია (ენათმეცნიერება)|მორფოლოგიასა]] (ბუნებისა და უღლების სისტემათა ჩამოყალიბება) და [[სინტაქსი|სინტაქსში]] (თანწყობის - პარატაქსის სიჭარბე). ძვ. წ. III საუკუნიდან ლათინური ენა გავრცელდა [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] [[ქვეყანა|ქვეყნებში]]. რომის მიერ [[კართაგენი|კართაგენის]], [[მაკედონია ძველი|მაკედონიისა]] და [[ძველი საბერძნეთი|საბერძნეთის]] დაპყრობის შემდეგ [[ბერძნული დამწერლობა|ბერძნული დამწერლობის]] ძლიერი გავლენით დაიწყო [[რომაული ლიტერატურა|რომაული ეროვნული ლიტერატურის]] აღმოცენება-განვითარება, ე.წ. "მაღალ" სამწერლობო სტილთა ჩამოყალიბება. ამ დროის გამორჩეული მწერლები იყვნენ: [[პლავტუსი]], [[ტერენციუსი]] და [[მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)|კატონი უფროსი]].
 
* კლასიკური ლათინური ენის პერიოდი ([[ძვ. წ. I საუკუნე]]), რომელსაც "ოქროს ლათინურის ხანასაც" უწოდებენ, სალიტერატურო ლათინური ენის შექმნისა და საბოლოო დახვეწის პერიოდია. ლათინური ენის ფონეტიკისა და მორფოლოგიის სისტემები მყარ ნიადაგზე დადგა. მკვეთრად გამოიხატა აღწერილობითი, ანალიტიკური ფორმები ,როგორც ენის განვითარების სრულიად გარკვეული ტენდეცია; რთული წინადადების სინტაქსი მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა დამოკიდებულ წინადადებაში [[კავშირებითი კილო|კავშირებითი კილოს]] დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ლათინურლათინურმა ენამ უდიდეს გამომსახველობით ძალას მიაღწია ამ დროის გამოჩენილ მწერალთა და ორატორთა თხზულებებში. სანიმუშოდ ითვლებოდა [[ციცერონი, მარკუს ტულიუს|ციცერონის]] ორატორული და ფილოსოფიური პროზის ენა, ხოლო პოეზიაში ნორმად აღიარეს [[პუბლიუს ვერგილიუს მარონი|ვერგილიუსის]] ენა. ამ დროს მოღვაწე მწერალთა და პოეტთა შორის აღსანიშნავია აგრეთვე [[იულიუს კეისარი]], [[ოვიდიუსი]] და [[კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი|ჰორაციუსი]].
 
* ადრეული [[რომის იმპერია|იმპერიის]] ეპოქის ანუ "ვერცხლის ლათინურის" პერიოდში ([[I საუკუნე|ახ. წ. I]] - [[II საუკუნე|II]] სს.) სალიტერატურო ენა მკვეთრად მოწყდა ცოცხალ სალაპარაკო ენას. მწერლებისათვისმწერალთა ენისათვის დამახასიათებელი გახდა თავისებური სინტაქსური საქცევები. ამ ეპოქაში იწყება რომის მიერ დაპყრობილი ტერიტორიების რომანიზაცია. ამ დროს მოღვაწეობდნენ: [[ტაციტუსი]], [[იუვენალი]], [[მარციალი]], [[პეტრონიუსი]], [[აპულეუსი]].
 
* გვიანდელი იმპერიის ეპოქის ანუ "გვიანდელი ლათინური ენის" პერიოდში (II - [[V საუკუნე|V]] სს.) სალიტერატურო ენა და ხალხური ლათინური კიდევ უფრო მეტად დაშორდნენდაშორდა ერთმანეთს. ხალხურ ლათინურში გაძლიერდა ანალიტიზმი. მუსიკალურ მახვილს შეენაცვლა ექსპირატორული აქცენტუაცია, შეიცვალა ვოკალიზმისა და კონსონანტიზმის სისტემები, დაიკარგა განსხვავება გრძელ და მოკლე ხმოვანთა შორის. აღსანიშნავია სიტყვის დაბოლოების რედუქცია და ფლექსიური წყობის შესუსტება. სინტაქსში დამკვიდრდა წინდებულიანი და აღწერილობითი კონსტრუქციები, დამოკიდებულ წინადადებაში ძალა დაეკარგა კავშირებითი კილოს დროთა თანამიმდევრობის პრინციპს. ამ პერიოდის მწერლები არიან: ამიანე მარცელინუსი და ქრისტიანი ავტორები.
 
* შუა საუკუნის ეპოქაში (V - [[XV საუკუნე|XV]] სს.) ლათინური ენა შემორჩა სამწერლობო და ცოცხალ სალაპარაკო ფორმებში. სალიტერატურო ლათინური შუა საუკუნის მანძილზე დასავლეთ ევროპის ხალხთა ინტელექტუალური და მხატვრული კულტ. ენა იყო. V საუკუნიდან ამ ენაზე შეიქმნა ე. წ. ლათინური ლიტერატურა - შუა საუკუნის საეკლესიო და საერო მწერლობა. სამწერლობო ლათინური საკმაოდ დაშორდა კლასიკური სალიტერატურო ენის ნორმებს, განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ცოცხალ სალაპარაკო ანუ ხალხურ ენაზე რომის ყოფილი იმპერიის ტერიტორიების ენებმა. ხალხური ანუ ვულგარული ლათინური თავის მხრივ საფუძვლად დაედო რომანულ ენებს. სალიტერატურო ლათინური ენის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღორძინების ეპოქას ([[XIV საუკუნე|XIV]] - [[XVI საუკუნე|XVI]] სს.). ამ დროის პროგრესული წარმომადგენლები ([[მორი, ტომასთომას|ტომასთომას მორი]], [[ერაზმ როტერდამელი]], [[ბრუნო, ჯორდანო ფილიპო|ჯორდანო ბრუნო]], [[კამპანელა, ტომაზო|ტომაზო კამპანელა]], [[კოპერნიკი, ნიკოლოზ|ნიკოლოზ კოპერნიკი]] და სხვ.) ლათინურ ენაზე წერდნენ.
 
[[XVII საუკუნე|XVII]] - [[XVIII საუკუნე|XVIII]] საუკუნეში სალიტერატურო ლათინური ენის გამოყენების სფერო შემოისაზღვრა [[მეცნიერება|მეცნიერებით]], [[კათოლიკობა|კათოლიკური ეკლესიითა]] და [[დიპლომატია|დიპლომატიით]] - ლათინურ ენაზე წერდნენ შრომებს [[დეკარტი, რენე|დეკარტი]], [[გასენდი, პიერ|გასენდი]], [[სპინოზა, ბარუხ|სპინოზა]], [[ბეკონი, ფრანსის|ბეკონი]], [[ნიუტონი, ისააკ|ნიუტონი]], [[ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ|ლაიბნიცი]], [[ლომონოსოვი, მიხეილ|ლომონოსოვი]], [[ეილერი, ლეონარდ|ეილერი]] და სხვ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლათინური_ენა“-დან