მარმელადი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Russian Marmalade - Lemon Slices.jpg|მინი|მარმელადი]]
'''მარმელადი''' ({{lang-fr|marmelade}}) — ჟელესებრი კონსისტენციის [[საკონდიტრო პროდუქტი]]. განასხვავებენ ხილკენკროვან და ჟელეს მარმელადს. ხილკენკროვანი მარმელადის მისაღებად ხილკენკრის პიურეს შაქართან ერთად ხარშავენ. ხარშვის დამთავრებამდე 1-2 წუთით ადრე პიურეს უმატებენ სახამებლის ბადაგს, მიღებულ მასას კი — საკვებ მჟავებს, საღებავებს, ეთერზეთებს და ესენციებს, შემდეგ ყველაფერს აურევენ და ცხელ ნარევს ყალიბებში ჩაასხამენ. გაცივებულ მარმელადს აშრობენ. მარმელადის შემადგენლობაში შედის აგარი (მცენარეული წარმოშობის ნივთიერება, რომელიც წარმოქმნის ჟელეს). მარმელადი არის ფიგურული, სამფენოვანი (დაჭრილი) და სხვა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარმელადი“-დან