კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 145:
 
== კვიპროსის პრობლემა 2014 წლიდან დღემდე ==
 
[[2014]] წლისათვის კვიპროსის გაერთიანებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყებოდა კუნძულის რომელიმე ნაწილში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მაგრამ, შიდა და საგარეო ფაქტორების გამო, მოლაპარაკების ყველა რაუნდი უშედეგოდ სრულდებოდა. [[2014]] წლის 11 თებერვალს, მოლაპარაკებები ამჯერად დერვიშ ეროღლუსა და სამხრეთ კვიპროსის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს შორის განახლდა და გამოქვეყნდა ორმხრივი დეკლარაციაც, სადაც ორივე მხარე კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს, რომ ისინი მიზნად ისახავენ კუნძულის გაერთიანებას ორი თანასწორუფლებიანი პოლიტიკური ერთეულის ფედერაციულ რესპუბლიკად და რომ „არცერთი საკითხი არ არის შეთანხმებული, მანამ, სანამ ყველა მათგანთან დაკავშირებით შეთანხმება არ იქნება მიღწეული“. მოლაპარაკებების გაგრძელებას მხარდაჭერა გამოუცხადეს საბერძნეთის და თურქეთის ხელისუფლებებმა. მხარდაჭერა გამოხატა კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მთავარეპისკოპოსმა ხრიზოსტომოსმაც.
 
14 თებერვალს მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო, რომლებსაც ბერძნული მხრიდან ანდრეას მავროიანისი, ხოლო თურქული მხრიდან კუდრეთ ოზერსაი წარმართავდნენ. პირველივე შეხვედრაზე მათ გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი საბერძნეთსა და თურქეთში ვიზიტებით დაიწყებოდა.
 
[[2015]] წელს ჩრდილოეთ კვიპროსის პრეზიდენტად მუსტაფა აქინჯი აირჩიეს. 2015 წლის 15 მაისს მუსტაფა აქინჯიმ და სამხრეთ კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართეს და შედეგად, კეთილი ნების და კვიპროსის რეუნიფიკაციისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ჩრდილოეთ კვიპროსმა სამხრეთ კვიპროსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.
 
მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯებისა და მოლაპარაკებებისა, რომლებიც აქტიურად გრძელდებოდა 2015-2017 წლებში, მხარეებმა კვლავ ვერ მოახერხეს მიეღწიათ კომპრომისისათვის - თურქები აუცილებელ პირობად აყენებდნენ როტაციულ საპრეზიდენტო სისტემას და ორზონიან მოდელს, რასაც ბერძნები ეწინააღმდეგებოდნენ. პრობლემა იყო ომის შემდგომ მიტოვებული ქონების საკითხიც.
 
სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიულ წყლებში, ჩრდილო კვიპროსის სანაპიროსთან, გაზის საბადოების ძებნა დაიწყო. თურქეთის ეს ნაბიჯი დაგმო ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ხოლო ეგვიპტემ, კვიპროსმა და საბერძნეთმა ერთობლივი დეკლარაციით განაცხადეს, რომ თურქეთის ეს ნაბიჯი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. საპასუხოდ, თურქეთმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა საკუთარი ინტერესები სამხედრო ძალის გამოყენებით დაიცვას და [[2019]] წლის დეკემბერში, ჩრდილოეთ კვიპროსზე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი განათავსა.
== კვიპროსის პრობლემის სამომავლო პერსპექტივები ==
 
დღეისთვის საკითხის მკვლევარების, კვიპროსის და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილში პოპულარულია აზრი, რომ კვიპროსის ორ ნაწილად დაყოფა ანუ არსებული სტატუს-კვოს იურიდიული აღიარება, პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა. ამის მიზეზი, მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით ბერძნული მხარის უკომპრომისო პოზიციაა.
 
მიუხედავად ამისა, საერთაშორისო საზოგადოების ოფიციალური პოზიცია კვლავ კვიპროსის გაერთიანებისაკენ არის მიმართული და მსოფლიო ლიდერებმა არაერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა კვიპროსის გაერთიანების გეგმას, თუმცა კონფლიქტი დღემდე გაყინულია და [[თურქეთი|თურქეთის]] საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების გათვალისწინებით, გაურკვევლობა გრძელდება.
 
== ლიტერატურა ==
 
*Clement Dodd – The History and The Politics of the Cyprus Conflict, Palgrave Mcmillan, (2010), ISBN 978-0-230-24211-1
*Douglas Brinkley – The Cyprus Question: Dean Acheson as Mediator, The Journal of Helenic Diaspora, Vol. XV, N3-4, Fall-Winter 1988
*Gallia Lindenstrauss - Moving Ahead in Cyprus, Looking Back at the Failure of the Annan Plan, Strategic Assessment, Vol. 10, No. 4, თებერვალი 2008
*James Edward Miller – The United States and the Making of Modern Greece, History & Power 1950-1974, The University of North Carolina Press, (2009), ISBN 978-0-8078-3247-9
*James Ker-Lindsay – The Cyprus Problem: What Everyone Needs to Know, Oxford University Press, (2011). ISBN 978-0-19-975716-9
*Michalis Stavrou Michael – Resolving the Cyprus Conflict: Negotiating History, Palgrave Macmillan, (2009), ISBN: 978–0–230–62002–5
*Norma Salem(Eds.) – Cyprus, A Regional Conflict and its Resolution, Pallgrave-Macmillan, 1992, ISBN 978-1-349-12783-2
*Robert Holland– Britain and the Revolt in Cyprus: 1954-1959, Oxford University Press, (1999). ISBN 0-19-820538-4
*Sibel Akgün, – Türk Mukavemet Teşkilatı, Doctoral Thesis, University of Ankara, (2009)
*Stanley Mayes– Makarios: a Biography, Pallgrave-Mcmillan, (1981), ISBN 978-1-349-16502-5
*Tabitha Morgan– Sweet and Bitter Island: a History of the British in Cyprus, I.B. Tauris, (2010), ISBN: 978 1 84885 329 4
*Umut Gürses – Kıbrıs Türktür Cemiyeti ve Faaliyetleri, Master’s Thesis, University of Ankara, (2014),
*William Mallinson – Cyprus, a Modern History, I. B. Taurus, (2005), ISBN 1 85043 580 4
 
==რესურსები ინტერნეტში==