კვიპროსის კონფლიქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 120:
 
=== სამხრეთ კვიპროსის გზა ევროკავშირის წევრობისკენ და თურქულ-ბერძნული დაპირისპირება საერთაშორისო არენაზე ===
 
[[1994]] წელს, კორფუს სამიტზე, [[ევროკავშირი|ევროკავშირად]] გარდაქმნილმა ეეთ-მა ოფიციალურად ჩართო კვიპროსი კავშირის გაფართოების გეგმაში და დაადგინა მიღებულიყო ზომები კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად. 5 ივლისს ჩრდილოეთ კვიპროსს ევროკავშირმა დაუწესა საექსპორტო ემბარგო, ხოლო დეკემბერში საბერძნეთმა დაბლოკა ერთიანი საბაჟო კავშირის პროექტი მასში თურქების როლის გამო. 1995-1996 წლებში კვიპროსზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა. მოლაპარაკებები შეჩერდა, ხოლო ბერძნებმა კუნძულზე საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა - 11 აგვისტოს, „მწვანე ზონაში“ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას კვიპროსელმა თურქებმა ცემით მოკლეს ბერძენი მომიტინგე ტასოს ისააკი, ხოლო 14 აგვისტოს სოლომოს სოლომუ თურქი ჯარისკაცების ტყვიას ემსხვერპლა მაშინ, როცა თურქული საგუშაგო პოსტიდან დროშის ჩამოსხნას ცდილობდა, ტასოს ისააკის სიკვდილში, თურქული ექსტრემისტული ორგანიზაცია რუხი მგლები დაადანაშაულეს. სამხრეთ კვიპროსის პასუხი შეიარაღების ოდენობის გაზრდა იყო, რის კულმინაციადაც [[1997]] წლის კვიპროსის სარაკეტო კრიზისი იქცა. სამხრეთ კვიპროსის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთისაგან შეეძინა ს-300-ს სისტემის ანტისაავიაცო თავდაცვის სისტემები, რამაც თურქეთის უარყოფითი რეაქცია და მუქარები მოჰყვა. თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსში სამხედრო წვრთვნები დაიწყო. საბოლოო ჯამში კრიზისი ს-300-ების კრეტაზე ტრანსფერით და კვიპროსისათვის ალტერნატიული თავდაცვის სისტემების გადაცემით დასრულდა.
 
=== სამშვიდობო პროცესი 1997 წლის შემდგომ და სამხრეთ კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების წინა პერიოდი ===
== ანანის გეგმა და 2004 წლის რეფერენდუმი ==