ნატალია აზიანი დონდაროვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
კაცი არ შეადგენს არც მასალას, არც ინტერესს საზოგადოებისას და ლიტერატურისას. ნიჭიერია იგი ავტორი, რომელიც ათასფეროვანს ცხოვრებაში იპოვის საზოგადო მოვლენას, ტიპს... ქ-ნი აზიანი იმითი არის შესანიშნავი, რომ შექმნა ლიტერატურაში ახალი ტიპები. ცხოვრებამ დიდი ხანია შეჰქმნა იგინი, მხოლოდ ლიტერატურაში მათის დახასიათების პატივი ეკუთვნის ქ-ს აზიანს და აი მისის ნორჩის კალმის უეჭველი ნიჭერებაც!..“ <ref>[[გაზეთი ივერია]], N12, 1898 18 იანვარი.</ref>
 
ნატალია აზიანის პიესებიდან გამორჩეულია – „ფული და ხარისხი“, „ცოდვა“. ასევე აღსანიშნავია „დეზერტირკა“, რომელიც [[1925]] წელს [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] დადგა [[რუსთაველის თეატრი|რუსთაველის სახელმწიფო თეატრში]].
 
ნატალია აზიანი, გარდა პიესებისა აქტიურად წერდა მოთხრობებსა და სატირულ ფელეტონებს მიმდინარე პოლიტიკურ და ყოველდღიურ საჭირბოროტო საკითხებზე. ნატალია აზიანს, გამოუქვეყნებელი დარჩა ხელნაწერი მოგონებანი თეატრსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებზე. თავის ნაშრომებს ნატალია ფსევდონიმით „აზიანი“ აქვეყნებდა. ნატალია დონდაროვას, ხშირად სწორედ ნატალია აზიანად მოიხსენიებდნენ.