რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ნუმინების მასიდან გამოყოფენ სამ ღვთაებას: [[იუპიტერი]], [[მარსი]] და [[კვირინი]]. მათ არანაერი მითები არ უკასვშირდებოდათ, მეცნიერების აზრით ამ ღმერთებზე მითები ეთრუსკული და ბერძნული მითოლოგიის გავლენით შეიქმნა. ასევე ბერძნების გავლენით შეიქმნა ღვთაებების ამსახველი ქანდაკებები, ტაძრები დფა გართულდა მათთან დაკავშირებული რიტუალები.
[[სურათი:Minerwa from Bath.jpg|thumb|left|მინერვას თავი]]
თანამედროვე მკვლევარბი ეჭვქვეშ აყენებენ ამ მოსაზრებებს. პირველ რიგში სავარაუდოთ ქურუმული წიგნები ”[[ინდიგიტამენტები]]” არის არა ხალხური შემოქმედების ნაყოფი, არამედ შექმნილია [[პონტიფიკუსი|პონტიფიკუსების]] მიერ, რომლებიც ამასთანავე კარგი იურისტები იყვნენ, ხოლო ტერმინი ნუმინა ყოველთვის გამოიყენება, ისეთ კონტექსტებში სადაც საუბარია ”ძალა”, ”დიდება”, ღმერთების (ან იმპერატორის) ნება. ამასთან რომაელებს უძველესი დროიდან ჰქონდათ ღმერთების გამოსახულება, არქეოლოგიურ გათხრებში ნაპოვნია [[ძვ. წ. I ათასწლეული|I ათასწლეულის]] დასაწყისის თიხის ფიგურები. ხოლო ღვთაებათა სქესის და სახელის დაუზუსტებლობა გამოწვეული იყო იმით რომ რიგ შემთხვევებში ხალხმა არ იცოდა კონკრეტულად ვისთვის უნდა მიემართა, რაც იმის გამოც ხდებოდა, რომ ქურუმები არ ამხელდნენ ღვთაების ნამდვილ სახელს. ასევე ხდებოდა ერთი და იგივე ფუნქციის მქონე ღმერთის შერწყმა იმავე ფუნქციის მქონე ქალღმერთთან, რომელსაც მეზობელ თემში სცემდნენ თაყვანს.
 
14,352

რედაქტირება