რომაული მითოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 2:
[[რომაელები|რომაელთა]] [[რელიგია|რელიგიური]] შეხედულებები ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე საგრძნობლად იცვლებოდა. თავდაპირველად ლათინურ ღმერთების პანთეონზე და რელიგიურ რიტუალებზე ძლიერი ზეგავლენა იქონია [[ეტრუსკები|ეტრუსკულმა]] რელიგიამ, ხოლო შემდეგ მოხდა [[ძველი საბერძნეთი|ბეძრული]] გავლენის შემოჭრა. ბერძნული რელიგიის გარდა რომაელთა რელიგიაზე გავლენა [[ძველი ეგვიპტე|ეგვიპტურმა]] რელიგიამაც იქონია.
 
[[სურათი:Mercurius.jpg|thumb|მერკურუსი]]
==რომაელთა რელიგიური შეხედულებები==
ადრეულ რომაულ მითოლოგიაზე ცნობები პრაქტიკულად არ მოგვეპოვება. მეცნიერები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ რომაელებს არ ჰქონდათ ნათლად ჩამოყალიბებული ღმერთების სახე, არამედ ბუნებაში არსებობდნენ კეთილმოსურნე და ბოროტი ძალები - ნუმინა (numina). ამ აზრის დამკვიდრებას ხელი შეუწყო იმან, რომ ბევრ ღმერთს არ ჰქონდა განსაზღვრული სქესი, ხოლო ზოგი კი წყვილად იყო, ქალის და კაცის სახეობით (მაგ. [[ფავნი]] და [[ფავნა]]) და ასევე რომაული მიმართვა ღმერთებისადმი: ”ღმერთო ან ქალღმერთო” ”კაცო ან ქალო” ”ან რომელი სახელითაც ინებებ რომ გიწოდონ”. [[ვარონი]]ს ცნობებითაც ძველ რომში არსებობდნენ არა ღმერთები, არამედ მათი სიმბოლოები, ხოლო რიტუალები ტარდებოდა კეთილმოსურნე ნუმინების გასაძლიერებლად და ბოროტთა მოქმედების ნეიტრალიზაციისთვის, ასევე მეტყველებდა იმის სასარგებლოდ, რომ რომაელი ღმერთები არ იყვნენ ანტროპომორფულები და არ ჰქონდათ მითოლოგიის სისტემა, ვინაიდან გამოირიცხებოდა ღმერთებს შორის ნათესავური კავშირები და ქორწინებები.
Line 14 ⟶ 15:
ჩვენამდე მოღწეულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, რომაელთა რელიგია იყო [[იტალია|იტალიის]] იმ დროინდელი სხვა ერების რელიგიის მსგავსი. შესაძლოა არსებობდა მითი [[იანუსი]]ს მიერ სამყარის შექმნის შესახებ, რომელსაც შემდეგ იუპიტერი ჩაენაცვლა. ასევე მითი ხალხის წარმოშობაზე [[მუხა|მუხისგან]], მათი ველური ცხოვრების შესახებ და ღმერთების და გმირების მიერ ცივილიზაციის შექმნაზე. მუხას რომაელებისთვის, [[იტალიკები]]სთვის და [[გალები]]სთვის ღრმა საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა. თაყვანს ასევე სხვა ხეებს და ტევრებს სცემდნენ. ხშირად ტევრებს სხვადასხვა ღმერთებსაც უძღვნიდნენ და მათ საპატივცემლოდ ატარებდნენ რიტუალებს. ყველა რომაელისთვის განსაკუთრებით წმინდა იყო ლეღვის ხე, რომლის ქვეშაც ძუ მგელმა გამოკვება [[რომულუსი და რემუსი]] და მუხის ხე [[კაპიტოლიუმი|კაპიტოლიუმზე]], რომელთანაც რომულუსმა თავისი პირველი ნადავლი მოიტანა - spolia opima, მის მიერ მოკლული მეფის იარაღი და ჯავშანი და ასევე ქვის მუხა ვატიკანზე.
 
[[სურათი:Polidoro da Caravaggio - Saturnus-thumb.jpg|thumb|სატურნი]]
სავარაუდოთ არსებობდა მითები წმინდა ცხოველებზეც - [[კოდალა]]ზე, [[არწივი|არწივზე]] და [[მგელი|მგელზე]]. მგელს ეძღვნებოდა [[ლუპერკალიუმი]] - მგლის დღესასწაული. ამის გარდა მგლებს ბევრ მაგიურ თვისებებს ანიჭებდნენ.