ტერეზა შლეზინგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
 
==ბიოგრაფია==
ტერეზა შლეზინგერი დაიბადა [[1863]] წლის 6 ივნისს [[ვენა]]ში. გაიზარდა ლიბერალურ ებრაელ მრეწველთა ოჯახში. მას ჰყავდა ერთი და და ორი ძმა.
 
ტერეზას არ მიუღია უმაღლესი განათლება. იგი ესწრებოიდა კერძო გაკვეთილებს დაკავებული იყო თვითგანათლებით. [[1894]] წელს თავისი მეგობრის დახმარებით გაიცნო [[ფემინიზმი]]ს იდეები, იგი შეუერთდა ქალთა ასოციაციას Allgemeine Österreichischen Frauenverein. მალევე მოხვდა [[ავგუსტა ფიკერტი]]ს ნაცნობების წრეში. ტერეზამ მისი რჩევით დაიწყო გაზეთებისა და ჟურნალების სტატიების წერა. იგი წერდა ყოველკვირეული გაზეთის Volksstimme-ის ქალთა განყოფილებისათვის და გახდა ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის რათა მიეღოთ მათ უმაღლესი განათლება და ხმის მიცემის უფლება.
 
[[1896]] წელს ტერეზა შლეზინგერმა და როზა მაირედერმა საკუთარი ქალთა ორგანიზაცია წარადგინეს ვენის ეთიკური საზოგადოების კონფერენციაზე და ისაუბრეს ვენის მუშების მდგომარეობაზე. კონფერენციაზე მათ დამყარეს თავიანთი პირველი კონტაქტები სოციალ-დემოკრატებთან. ამავე წელს ტერეზა სიტყვით გამოვიდა ბერლინის საერთაშორისო ქალთა კონგრესზე. მისი სიტყვა ეძღვნებოდა ავსტრიელ ქალთა მოძრაობას. მან დაიწყო სოციალური დემოკრატიის თეორიული საფუძვლების შესწავლა და მოისმინა ლექციები სოციალური ეთიკის შესახებ ვენის უნივერსიტეტში [[ემილია რეიხი|ემილია რეიხთან]]. [[1897]] წელს იგი გახდა [[ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული პარტია|ავსტრიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] წევრი. [[1901]] წელს იგი გახდა სოციალ-დემოკრატ ქალთა და გოგონათა ასოციაციის თანადამფუძნებელი. წერდა წიგნებს საზოგადოებაში ქალთა უფლებებზე, კითხულობდა ლექციებს და აქვეყნებდა სტატიებს სოციალ-დემოკრატების ყოველთვიურ გამოცემებში „Der Kampf“, „Arbeiter-Zeitung“ და „Die Unzufriedene“. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს იყო პარტიის წამყვანი ფიგურა პარტიის მემარცხენეთა ფლანგზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა [[ვიქტორ ადლერი]], ხოლო შემდეგ [[ოტო ბაუერი]].
 
[[1918]] წელს, როდესაც ძალაში შევიდა საყოველტაო საარჩევნო უფლება ქალებისათვის, ტერეზა შლეზინგერმა და [[ადელაიდა პოპი|ადელაიდა პოპმა]] დამფუძნებელი ეროვნული ასამბლეის მოახლოებული არჩევნების დღეს, რომელშიც პირველად მონაწილეობდნენ ქალები, გამოსცეს ყოველკვირეული „Die Vählerin“. ადეიაიდა პოპთან, ანა ბოშეკთან, გაბრიელა პროფტთან, მარია ტუშთან და ამალია ზაიდელთან ერთად იგი შევიდა პირველი ქალი-სოციალ-დემოკრატების სიაში, რომლებიც გახდნენ დამფუძნებელი ეროვნული კრების წევრები. [[1919]] წლიდან [[1923]] წლამდე ტერეზა იყო ავსტრიის ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო შემდეგ [[1930]] წლამდე ავსტრიის ფედერალური საბჭოს წევრია. [[1933]] წელს ტერეზა შლეზინგერი გავიდა პარტიის მმართველი წრეებიდან. [[1934]] წელს პარტია არაკანონიერად გამოაცხადეს.
 
[[1938]] წელს [[ავსტრიის ანშლუსი]]ს შემდეგ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგა ებრაული წარმოშობის გამო და გაიქცა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ქალაქ [[ბლუა]]ს სანატორიუმში და იქვე გარდაიცვალა [[1940]] წლის 5 ივნისს, 77-ე დაბადების დღის წინა დღეს. [[2006]] წელს მისი სახელი ეწოდა ვენის ერთ-ერთ მოედანს.
 
==ოჯახი==
 
==ლიტერატურა==