უფლისციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 7:
[[ფაილი:Uplisziche 051993.jpg|მინი|250პქ]]
[[ფაილი:Ufliscixest.george.jpg|მინი|250პქ]]
'''უფლისციხე''' — კლდეში ნაკვეთი [[ქალაქი]], [[კავკასია|კავკასიის]] ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს [[გორი|ქ. გორის]] აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირას. [[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
 
წერილობით წყაროებში პირველად [[VII საუკუნე]]ში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი [[ბრინჯაოს ხანა|ბრინჯაოს ხანისაა]] და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულისაა ყათლანიხევის გორასამოსახლოს ქვედა ფენა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უფლისციხე“-დან