ნინოწმინდის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 14:
| წესჩვეულება =
| პროვინცია =
| რაიონი =
| კურთხევის_წელი =
| სტატუსი =მოქმედი
ხაზი 58:
}}
 
'''ნინოწმინდა''' — გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ [[საბა (ტუსისშვილი) |საბა ტუსისშვილის]] ორსართულიანი სასახლე ([[1774]]-[[1777]]) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია [[კახეთის მხარე|კახეთის მხარის]] [[საგარეჯოს მუნიციპალიტეტი]]ს [[ნინოწმინდა (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი)|სოფ. ნინოწმინდაში]].
 
ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. აშენებულია [[წმინდა ნინო]]ს დროსვე ძველ საკერპო ადგილას<ref>П. Иоселиани, «Описание древностей города Тифлиса» 1866, გვ. 132-133</ref>. დიდი გუმბათქვეშა სივრცის სესაქმნელად ცენტრალური კვადრატის კუთხეებში ოთხ აფსიდს შორის დიაგონალურ ღერძებზე თითო დამატებითი მცირე სადგომია ჩასმული. გარედან ტაძარი გეგმით ვარსკვლავისებრი ნაგებობა იყო, სიდიდის მიხედვით მონაცვლეობით განლაგებული ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდებით. მხოლოდ საკურთხევლის აფსიდს შუა ნაწილში, სადაც სარკმლებია გაჭრილი, აქვს წახნაგოვანი ფორმა. შენობა წარმოადგენდა ტეტრაკონქის განვითარებულ სახეს და ჯვრის ტიპის ძეგლთა უშუალო წინამორბედს. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). დაინგრა [[1824]] და [[1848]] წლების [[მიწისძვრა|მიწისძვრების]] დროს.
ხაზი 76:
მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმტავრები — ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე [[ექვთიმე მთაწმიდელი|ექვთიმე მთაწმიდლის]] ახლო თანამშრომელი [[არსენ ნინოწმინდელი]] (X-XI სს.), [[მიტროფანე ნინოწმინდელი]], [[იოანე ნინოწმინდელი]] (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი (XVIII საუკუნის II ნახევარი), [[ანტონ II]] ([[1784]]-[[1784]]) და სხვა.
 
[[2006]] წლის [[7 ნოემბერი|7 ნოემბერს]], საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
==ლიტერატურა==
{{commonscat|Ninotsminda Cathedral}}