იშხნის საწინამძღვრო ჯვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
ჩვენამდე მოღწეული ჯვრის ზომა: 22 X 15 სმ. დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა შესრულებულია სკულპტურულად, თუმცა იგრძნობა არქაულობა. ქანდაკებისათვის დამახასიათებელი ნიშნები — მოცულობა, ფორმათა სიმკვრივე - დიდი მხატვრული ძალითა და დინამიკითაა გადმოცემული.
 
ჯვარის წარწერები ცნობილია ბროსეს დროდან და მას თარიღი ჯვარისა ჯეროვნად აქვს ნაჩვენები<ref>Rapp .IX,p. 35-36</ref>. წარწერებს იმეორებენ თ. ჟორდანია<ref>ქრონიკები, 1, გვ. 91-92</ref> და ა. ხახანაშვილი <ref>მატერ. X, დამატება, გვ. 32-33</ref>. უკანასკნელი წარწერის თარიღს „რჟგ“ შეცდომით უფარდებს 1033 წელს და არა 973 წელს, როგორც ნამდვილშია. გრაფინია უვაროვისა იმავე გამოცემაში<ref>მატერ. X, დამატება, გვ. 90</ref> იმავე ქორონიკონს მე-14 მოქცევისად ხადის და ჯვარის გაჭედას 1505 წელს მიაწერს. თაყაიშვილის ექსპედიციისას ჯვრის ფოტოები (№16787-16788) [[დიმიტრი ერმაკოვი|დიმიტრი ერმაკოვმა]] შეასრულა. ჯვარი პირვანდელი სახით ამჟამად აღარ არსებობს. ის გაძარცვულია. პროფესორი გ. ჩუბინაშვილი ამის შესახებ თავის სტატიაში სწერს: „1930 წ. 10 ივლისს, ღამით გასტეხეს და გაძარცვეს ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი, დაარსებული ამ რამოდენიმე წლის წინათ ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მეცნიერების კაბინეტთან. ჩვენი ძველი ხელოვნების დაზარალებულ სხვა ძეგლთა შორის, როგორც ჩანს, სამუდამოდ დაიღუპა ამ წერილის სათაურში დასახელებული, 973 წლით დათარიღებული, განსაცვივრებელი ძეგლი ოქრომჭედლური ხელოვნებისა. ვამბობ: „როგორც ჩანს სამუდამოდ დაიღუპა“, რადგან გაძარცვის შემდეგ – მიუხედავად ენერგიული გამოძიებისა – აღმოჩენილ იქნა მხოლოდ ძეგლის საცოდავი ნამტვრევები, რომელთა სურათები ქვემოთ იქნება მოყვანილი“<ref>„საქართველოს მუზეუმის მოამბე“, VI, გვ.297</ref>. გ. ჩუბინაშვილის სტატიაში სრულიად მოყვანილია წარწერებიც: „ჯვარი

ჯვარი შესდგება ორი ნაწილისაგან, თვით ჯვარისაგან და ხეტარისაგან, რომელზედაც თავის სახელურით ჯვარი გამაგრებულია. ხეტარი შევერცხლილია და შემკობილი სამი ბურთით და ცილინდრული რგოლით. ბურთები მოჩუქურთმებულია. ხეტარი გაუკეთებია ცაგერელ მიტროპოლიტს სოფრომს, რაც მტკიცდება მხედრულის წარწერით:
 
{{ციტატა|ქ. ამ ჯვარის მადლო შე~წიე სოფრ~მს ცაგერელ მიტროპოლიტს.}}
 
ეს ის მიტროპოლიტია, რომელსაც გაუკეთებია 1786 წელს ცაგერის ტაძრის კანკელი.

თვით ჯვარი ვერცხლისა, ოქროთ დაფერილი, 51X36,5 სანტ., ნაჭედი, ერთობ მდიდრულად შემკობილია პალმეტებით, როზეტებით ანუ მედალიონებით ძვირფასი ქვებითურთ შიგნით, და გამშვენებულია ოქროთი დაფერვით, სევადით, გრავიურით და ჭედვით და სხვა და სხვა სახეებით. წინა პირზე, შუაში, განსაკუთრებულ უბრალო ჯვარზე ჯვარცმულია გამოსახული სულ სადათ, საზოგადო კონტურით, უმოძრაოდ; თავზე ჯვარცმულისა ჯვარის მსგავსი ფიცარია ასომთავრული წარწერით:
 
{{ციტატა|ესე / იჳ/ მ-ფჱ/ ჰრ-თჲ.|ესე იესჳო მეუფჱ ჰურიათაჲ.}}
Line 19 ⟶ 23:
ბოლოში გაფართოებული ჯვარის მკლავები თავდება წვეტებით და წვეტებზე ლამაზ ნახელავი პალმეტებია. პალმეტები ცალკეა დამზადებული და შემდეგ შეერთებული წვეტებთან. ოთხი მათგანი მოცილებულია ჯვარს და შეკვეთების დროს ტლანქად მიუკრავთ, რაც აშკარად სჩანს სურათზედაც. ჯვარის ქვემო მკლავს პალმეტები არ ჰქონია; ყველა მკლავები ჯვარისა შემკობილი ყოფილა საუცხოვო ნახელავი როზეტებით სხვა და სხვა ფორმისა. როზეტები შემკობილია ძვირფასი ქვებით და მარგალიტის მძივებით შიგნით და გარედ, ზოგჯერ ორმაგით. სულ ეხლა 13 როზეტი მოსჩანს: ხუთი ზემო მკლავზე და ოთხ-ოთხი მარჯვენა და მარცხენა მკლავებზე; ძვირფას ქვებთა შორის ერთი დიდი ჯვარცმულის წარწერის ზემოდ ამეთვისტოა; სხვები საფირონებია და ზურმუხტები, ბუდეებში ჩასმულნი. ჯვარცმულის ფიცრის ქვემოდ როზეტი არ შენახულა და აქ შემდეგ, ალბად შეკეთების დროს, უშნოდ ჩაუსვამთ სამი ქვა, ორი ზურმუხტი და ერთი ლალი. ამ ადგილას ჯვარი გატეხილი ყოფილა და შეკეთების დროს გაუმაგრებიათ ორი ვეერტიკალური ლითონის ზოლით და ამას ქვემოდ მოთავსებულია ასომთავრული წარწერა შემკეთებლისა:
 
{{ციტატა|ჩ~ნ : მემეფეთ ჩუენ მე~ ფეთ მეფ ფეთ მეფე~ ემნმეფემნ : პატრონმ~ნ : ემან, პატრონმან გ~ი : მეორედ : გვკ გიორგი, მეორედ გავაკ~ ეთედ : ჯ~რი : ესე : წ~რ ეთედ ჯუარი ესე წარ~ ს~მრთებელდ: მეფო სამართებლად მეფო~ ბისამეფობისა : ჩენისათვის : დ ბისა ჩუენისათვის და ც~დვთა : ჩნთჩნთა ცოდვათა: ჩუენთ~შესნდობელად :~ნ.|ჩუენ :მეფეთ შესნდომეფემან, პატრონმან შესანდო~გიორგი, ბელადმეორედ :გავაკეთედ ბელად.ჯუარი ა~ნესე წარსამართებლად მეფობისა ჩუენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად. ამინ.}}
 
ამ წარწერაში მოხსენებული მეფე გიორგი უნდა იყოს იმერეთის მეფე გიორგი მესამე (1605-1633). ზურგს ჯვარისა ამშვენებს ჩამოსხმული ლითონის ჯვარი, რომელიც ერთ და იმავე დროს ამაგრებს მთელს ჯვარს და მასთან მის დამაშვენებელ სამკაულსაც შეადგენს თავის სილამაზით და წვეტებიანის ბოლოებით. თავისუფალი არეს მორთულობა აქაც იმ სახის და ფორმის არის, როგორც წინა პირზე. ჰორიზონტალურ ნაწილზე ჯვარისა მოიპოვება ასომთავრული წარწერა. ზემოდ: