გაგრის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
 
==ბრძოლა==
 
15 აგვისტოს, [[აფხაზეთის ომი (1992-1993)|ომის]] დაწყებიდან მეორე დღეს საქართველომ გაგრაში გადასხა ქართული დესანტი, რომელმაც იმავე დღეს უბრძოლველად დაიკავა [[გაგრა]] და დაბა [[კოლხიდა (დაბა)|კოლხიდა]], ხოლო 19 აგვისტოსთვის მთლიანად დაიკავა ტერიტორია მდინარე [[ფსოუ]]მდე. აფხაზები [[ბზიფი (გაგრის მუნიციპალიტეტი)|სოფელ ბზიფთან]] გამაგრდნენ.
 
3 სექტემბერს, მოსკოვში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის რუსეთის პრეზიდენტ [[ბორის ელცინი]]ს შუამავლობით დაიდო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, 5 სექტემბრის 12 საათიდან მხარეებს უნდა შეეწყვიტათ სამხედრო მოქმედებები და დაეწყოთ მოლაპარაკებები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა ქართული სამხედრო ნაწილების დისლოკაციის შეცვლას. <ref name="gmas.ge">[https://gmas.ge/2017/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/15437/ 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.]</ref>
Line 35 ⟶ 37:
მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა და ქალაქ გაგრისკენ დაიძრა. ქართული ჯარი არაორგანიზებულად შეხვდა მტრის თავდასხმას. არ არსებობდა ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა, ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი. იმ დროს, როდესაც გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.
 
აფხაზებმა გააგრძელეს შეტევა და 5 ოქტომბერს განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი.
 
ექსპერტების შეფასებით, გაგრის აღებას აფხაზი სეპარატისტებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები და თუ აფხაზები რუსეთთან საზღვარს არ გახსნიდნენ, ისინი ბლოკადაში მოექცეოდნენ და ვერ მიიღებდნენ ლოჯისტიკურ დახმარებას რუსეთისგან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაგრის_ბრძოლა“-დან