მარგარეტ ჩეიზ-სმითი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 59:
 
==ბიოგრაფია==
მარგარეტ მადლენ ჩეიზი დაიბადა [[1897]] წლის 14 დეკემბერს. იგი იყო ჯორჯ ემერი ჩეიზისა და მისი მეუღლის კერი მიურეის შვილი. დაწყებითი სკოლა მშობლიურ ქალაქ სკაუჰიგანში დაასრულა. [[1916]]-[[1917]] წელს მუშაობდა მასწავლებლის ასისტენტად<ref>Gutgold, Nichola D. Paving the Way for Madam President (неопр.). — Lexington Books (англ.)русск., 2006.</ref>, შემდეგ მუშაობდა სატელეფონო სადგურში, ჟურნალისტად ყოველკვირეულ „დამოუკიდებელ რეპორტიორში“ და ასევე მდივნად<ref name="britannica">{{cite news|title=Margaret Chase Smith|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/549826/Margaret-Chase-Smith|work=[[Encyclopædia Britannica]]}}</ref>. პირველი საზოგადოებრივი გამოსვლა მარგარეტმა გამართა [[1920]]-იან წლებში და ეხებოდა ქალთა უფლებებს.
 
[[1930]] წელს ცოლად გაჰყვა რესპუბლიკელ პოლიტიკოსს კლაიდ სმიტს<ref name="women">{{cite news|title=Smith, Margaret Chase|first=|last=|url=http://history.house.gov/People/Detail/21866|work=Women in Congress|date=|access-date=}}</ref>, რომელიც [[1937]] წლის იანვრიდან გახდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი [[მენი]]ს შტატიდან. მარგარეტ ჩეიზმა პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო მაშინ, როდესაც დაინიშნა მეუღლის მრჩევლად. [[1940]] წლის აპრილში, მეუღლის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ დაიკავა მისი ადგილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში<ref name="women2">{{cite news|title=Smith, Margaret Chase|first=|last=|url=http://history.house.gov/People/Detail/21866|work=Women in Congress|date=|access-date=}}</ref>. იგი მხარს უჭერდა ემანსიპირებულ ქალებს, რომლებიც [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს მხარს უჭერდნენ და იცავდნენ ამერიკის არმიის ინტერესებს. წარმომადგენელთა პალატაში მუშაობდა საზღვაო საქმეების კომიტეტში<ref name="digital">{{cite news|title=First Woman Elected to Both Houses of Congress|first=|last=|url=https://www.senate.gov/artandhistory/history/minute/First_Woman_Both_Houses.htm|work=Senate Stories|date=|access-date=}}</ref>.
 
პალატაში ადგილის დაკავებიდან რვა წლის შემდეგ, მარგარეტ ჩეიზ-სმიტმა წარმატებულად მიიღო ადგილი აშშ-ის სენატში. [[1949]] წლის 3 იანვარს იგი სენატორის ფუნქციების შესრულებას შეუდგა და გახდა პირველი ქალი კონგრესის ისტორიაში, რომელიც აირჩიეს კონგრესის ორივე პალატაში.
 
გამოდიოდა [[მაკარტიზმი]]ს პოლიტიკის წინააღმდეგ<ref>{{cite web|url=https://www.theattic.space/home-page-blogs/2018/7/6/dt2ii3njlgwpifkqja0ebsqy9zxc7q|title=The Woman Who Said ‘No’ to McCarthy|website=The Attic|accessdate=2018-07-09}}</ref>.
 
სენატორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მარგარეტ ჩეიზ-სმიტი ესტუმრა მსოფლიოს 23 სახელმწიფოს და შეხვდა ისეთ პოლიტიკოსებს, როგორებიც იყვნენ [[უინსტონ ჩერჩილი]], [[კონრად ადენაუერი]], [[ვიაჩესლავ მოლოტოვი]], [[შარლ დე გოლი]] და სხვა. [[1960]] წელს მან დაამარცხა წარმომადგენელთა პალატის წევრი ლუჩია კორმე სენატორის მანდატისათის ბრძოლაშ. ეს იყო სენატის ისტორიაში პირველი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მონაწილეობდნენ ქალები. [[1964]] წელს სცადა დაეყენებინა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ წარუმატებლად.
 
სენატში თავისი მოღვაწეობის უკანასკნელ პერიოდში ითვლებოდა ვიეტნამის ომისა და [[რიჩარდ ნიქსონი]]ს პოლიტიკის მომხრედ<ref name="hodgson">{{cite news|title=OBITUARIES: Margaret Chase Smith|first=Godfrey|last=Hodgson|url=https://www.independent.co.uk/news/people/obituaries-margaret-chase-smith-1584742.html|work=[[The Independent]]|date=1995-06-03}}</ref>..
 
მარგარეტ ჩეიზ-სმიტი აირჩიეს სამჯერ, სენატში გაატარა 24 წელი და იგი დატოვა [[1973]] წლის 3 იანვარს. სენატში მუშაობის განმავლობაში ხმა მისცა 2 941 კანონპროექტს.
 
სენატში მუშაობის დასრულებისა და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამი წლის განმავლობაშ კითხულობდა ლექციებს აშშ-ის უნივერსიტეტებში, როგორც მიწვეული პროფესორი. დაჯილდოებულია 95 საპატიო წოდებით, მათ შორისაღსანიშნავია რუტგერსის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათ საპატიო დოქტორის ხარისხი. [[1989]] წელს პრეზიდენტმა [[ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში|ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა]] დააჯილდოვა პრეზიდენტის თავისუფლების მედლით<ref name="congress">{{cite news|title=SMITH, Margaret Chase, (1897–1995)|url=http://bioguide.congress.gov/scripts/biodisplay.pl?index=s000590|work=[[Biographical Directory of the United States Congress]]}}</ref>.
 
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არასოდეს გათხოვილა. შვილები არ ჰყოლია.
 
მარგარეტ ჩეიზ-სმიტი გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ [[1995]] წლის მაისში, 97 წლის ასაკში<ref name="nytimes">{{cite news|title=Margaret Chase Smith Is Dead at 97; Maine Republican Made History Twice|first=Richard|last=Severo|url=https://www.nytimes.com/1995/05/30/obituaries/margaret-chase-smith-is-dead-at-97-maine-republican-made-history-twice.html|work=[[The New York Times]]|date=1995-05-30}}</ref>.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{DEFAULTSORT:ჩეიზ-სმიტი, მარგარეტ}}