ფრანც შუბერტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბავშვობა: ასწავლიდან მაგივრად ასწავლიდა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 22:
===ბავშვობა===
ფრანც პიტერ შუბერტი დაიბადა [[ვენა|ვენის]] გარეუბანში, ლიხტენტალის სამრევლო სკოლის [[მასწავლებელი|მასწავლებლისა]] და მოყვარული [[მუსიკოსი|მუსიკოსის]] ოჯახში. მისი მამა - [[ფრანც თეოდორ შუბერტი |ფრანც თეოდორ შუბერტი]], მეზღვაური [[გლეხობა|გლეხების]] ოჯახიდან იყო; დედა, ელიზაბეტ შუბერტი (ქალიშვილობაში ფიცი), იყო [[სილეზია|სილეზიელი]] [[მჭედელი|მჭედლის]] ქალიშვილი. მათი 14 შვილიდან 9 გარდაიცვალა ადრეულ ასაკში.ფრანცის ძმებიდან ერთ-ერთმა - [[ფერდინანდ შუბერტი|ფერდინანდმა]] ასევე თავი მიუძღვნა მუსიკას.
ფრანცმა ძალიან ადრე გამოავლინა მუსიკალური შესაძლებლობები. მუსიკაში პირველი გაკვეთილები მიიღო მამის ([[ვიოლინო]]) და უფროსი ძმის იგნაცისაგან ([[ფორტეპიანო]]). ექვსი წლიდან ის სწავლობდა ლიხტენტალის სამრევლო სკოლაში. შვიდი წლიდან ის სწავლობდა ორღანზე დაკვრას ლიხტენტალის ეკლესიის კაპელმეისტერთან. სამრევლო სკოლის რეგენტი მ. ჰოლცერი ასწავლიდანასწავლიდა სიმღერას. კარგი ხმის წყალობით [[1808]]-იდან სამეფო კარის კაპელაში იყო მგალობლად. იქ მისი მეგობრები გახდნენ [[იოზეფ ფონ შპაუნი |იოზეფ ფონ შპაუნი]], [[ალბერტ შტადლერი |ალბერტ შტადლერი]] და [[ანტონ ხოლცაპფელი |ანტონ ხოლცაპფელი]]. აქ მას [[1816]]-მდე კონტრაპუნქტისა და კომპოზიციას ასწავლიდა [[სალიერი, ანტონიო|ა.სალიერი]]. [[1818]]–[[1824]] შუბერტი მოღვაწეობდა [[უნგრეთი|უნგრეთში]]. პირველად მისი ნაწარმოები [[1821]] გამოიცა. მალე კი შუბერტის [[სიმღერა|სიმღერები]] ფართოდ გავრცელდა. [[1823]] წელს შუბერტი აირჩიეს [[შტირიისა და ლინცის მუსიკალური კავშირი|შტირიისა და ლინცის მუსიკალურ კავშირთა]] საპატიო წევრად. [[1828]] წელს [[ვენა|ვენაში]] წარმატებით შესრულდა მისი ნაწარმოებები. იმავე წლის [[შემოდგომა|შემოდგომაზე]] შუბერტი [[მუცლის ტიფი|მუცლის ტიფით]] გახდა ავად და გარდაიცვალა.
 
მუსიკის ისტორიაში შუბერტი შევიდა როგორც პირველი რომანტიკოსი. მისი შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს და ამავე დროს პრინციპულად ახალი და ნოვატორულია. შუბერტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლირიკოსი კომპოზიტორია. მისი მუსიკა მელოდიური სიმდიდრით თითქმის სწორუპოვარია. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოლორიტს, ფერადოვნებას (ვლინდება ჰარმონიაში და ორკესტრობაში). შუბერტი არაჩვეულებრივად ნაყოფიერი კომპოზიტორია. მან დაწერა თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებები, მაგრამ განსაკუთრებული მიღწევები აქვს ვოკალური ლირიკისა და სიმფონიის მუსიკის დარგში. მან შექმნა რომანტიკული სიმღერისა და რომანტიკული სიმფონიის პირველი და სრულყოფილი ნიმუშები. შუბერტს დაწერილი აქვს 600-მდე სიმღერა თითქმის 100 პოეტის (ძირითადად გერმანელების) ტექსტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია [[გოეთე, იოჰან ვოლფგანგ|გოეთეს]] (70-მდე სიმღერა, მ. შ. „ტყის მეფე“ და „გრეთხენი ჯარასთან“), [[შილერი, ფრიდრიხ|შილერის]] (40-ზე მეტი, მ. შ. „ქალიშვილის ჩივილი“), [[ჰაინე, ჰაინრიხ|ჰაინეს]] (6, მ. შ. „ორეული“), [[მიულერი, ფრიდრიხ|მიულერის]] (განთქმული ვოკალური ციკლები „მშვენიერი მეწისქვილე ქალი“, 1822 და „ზამთრის გზა“, 1827) ტექსტებზე შექმნილი სიმღერები. სიმღერების დიდი ნაწილი დაწერილია მარტივი სტროფული ფორმით; ამავე დროს შუბერტმა შექმნა ახალი რთული ტიპის სიმღერა გამჭოლი, უწყვეტი განვითარებით, რომელშიც ვოკალურ მელოდიას (ბოლო პერიოდის სიმღერებში იგი გამდიდრებულია რეჩიტატიული ელემენტებით) მხატვრულ-განზოგადებული მნიშვნელობა ენიჭება. საფორტეპიანო თანხლება უაღრესად გამომსახველია, ზოგჯერ ასახვით-ბგერწერითი ხასიათისა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანც_შუბერტი“-დან