იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
დრამის „[[გეც ფონ ბერლიხინგენი]]“ ([[1773]]) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში „[[ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი]]“ ([[1774]]) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც „ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო“ ([[ენგელსი, ფრიდრიხ|ენგელსი]]). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და „ლირიკული“ პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკულ ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. „ქარიშხლისა და შეტევის“ პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ([[პრომეთე (გოეთე)|„პრომეთე“]], „[[მეეტლე კრონოსი]]“, „[[განიმედი]]“ და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული „ნათელი ერესის“ კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფერობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობითვეა განპირობებული ამ ჰიმნთა სალექსო ფორმა: თავისუფალი, შინაგან ექსპრესიას დაქვემდებარებული, რითმის უგულებელმყოფელი რიტმიკა.
 
[[1775]] გოეთე ვაიმარის სასახლის მინისტრი გახდა. გოეთეს ვაიმარული ცხოვრების პერიოდი „მომთმენიანი წინააღმდეგობით“ აღიბეჭდა; იძულებით კომპრომისზე წასვლა, „რეზინიაცია“ ერთადერთი გზა აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გოეთეს მტრულ ცხოვრებისეულ გარემოცვაში „[[ფაუსტი|ფაუსტისა]]“ და სხვა შედევრების შექმნა დასცლოდა. [[1786]] გოეთე ფარულად [[იტალია]]ს გაემგზავრა. [[იტალია|იტალიაში]] მან შეძლო ხელოვნებისა და მეცნიერების სიღრმეთა წვდომა. „ქარიშხლისა და შეტევის“ იდეოლოგიის რკალის გარღვევა და სინამდვილისადმი რეალისტური-პოზიტიური მიმართების დამყარება. [[იტალია|იტალიაში]] მოგზაურობა საფუძვლად დაედო გოეთეს ვაიმარულ [[კლასიციზმი|კლასიციზმს]]. (მიყვარხარ) მიყვარხარრ
 
== შემოქმედება ==