როდოსის კოლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
[[ძვ. წ. 305]] წელს სარდალი [[დემეტრე პოლიეკრეტი]]ს ყურადღება მიიქცია [[როდოსი|როდოსმა]] — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან ([[შავი ზღვა|შავი ზღვიდან]]) [[ნილოსი]]ს ნაპირებამდე. [[ეგვიპტე]]შიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — [[პური|პურს]], [[ღვინო]]ს, [[ზეთი|ზეთს]], [[მონა|მონებს]]. ამ საქონლის გასაღებით როდოსელმა ვაჭრებმა დიდი სიმდიდრე დააგროვეს.
 
მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ [[პტოლემეუსი|პტოლემეუსთან]] ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარიუზარმაზარ ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც დემეტრეს უარი შეუთვალეს.
[[ფაილი:GR Rhodes.PNG|მინი|250px|მარცხნივ|კუნძულ [[როდოსი|როდოსის]] მდებარეობა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]]]]
როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -[[კატაპულტი|კატეპულტები]] და [[ბალისტა|ბალისტები]] — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — [[ჰელეპოლიდა]] (ქალაქების ამღები).<ref>ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/როდოსის_კოლოსი“-დან