გრიგოლი (კაცია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრზე ოფიციალური ინფორმაციის მითითება
ხაზი 22:
ეპისკოპოსი გრიგოლი ( გიორგი ვლადიმერის ძე კაცია) დაიბადა 1972 წლის 26 აგვისტოს ქალაქ სოხუმში, ექიმების - ვლადიმერ გრიგოლის ძე კაციას და ლუდმილა დავითის ასულ რუხაიას ოჯახში. 1982 წელს მოინათლა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1989 წელს დაამთავრა ქალაქ სარატოვოს (რუსეთი) საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქალაქ სარატოვოს სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1995 წელს. 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში ასპირანტურაზე. 2000 წლის 29 ოქტომბერს მეუფე გრიგოლმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა“ რისთვისაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.
 
2005 წლიდამ ბრუნდება საქართველოში, ამავე წლიდან 2010 წლის ჩათვლით სწავლობს თბილისის საულიერო აკადემიაში. 2010 წელს საკუთა რ დაბადების დღეზე 26 აგვისტოს თბილისის მარიამ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად გრიგოლი. 2010 წლის 28 აგვისტოს მარიამობის დღესასწაულზე აკურთხეს დიაკვნად და განმწესდა სამების საპატრიარქო ტაძრის ლავრაში. 2010 წლის 14 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი და დაადგინა თბილისის მამა დავითის წმინდა დავითგარეჯელის სახელობის ტაძარში<ref>http://patriarchate.ge/geo/wminda-sinodi/wevrebi/</ref>
 
2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, სადაც სინოდის განჩინებით ეპარქიატა რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა 5 ახალი ეპარქია . ახლად შექმნილი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად გამორჩეულ იქნა მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია). 2013 წლის 3 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მღვდელ-მონაზონ გრიგოლის წარდგინება ხოლო 4 დეკემბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კატოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თანამწირველ მღვდელმთავრებთან ერთად მღვდელ-მონაზონ გრიგოლს ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლი_(კაცია)“-დან