საქართველო ძვ. წ. VI-ახ. წ. III საუკუნეებში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 35:
 
ამ წყაროს მიხედვით აზო არის არიანქართველი და არა მაკედონელი. არსებობს მოსაზრება რომ არიან ქართველი, ირანელ ქართველს ნიშნავს ანუ იმ ტერიტორიას რომელიც შედიოდა აქემენიანთა იმპერიაში და დასახლებული იყო ქართველებით. აზო სამხრეთ ქართულ ტომთა რომელიღაც გაერთიანების წარმომადგენელი იყო. ორივე ქართული წყარო აღწერს ერთსა და იმავე ამბავს- ბრძოლას სამხრეთ და აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანებებს შორის, ოღონდ აღწერენ საკუთარი თვალთახედვით. მართალია ლეონტი მროველიც და ” მოქცევაჲ ქართლისაიც ” აზოს მფარველად მაკედონელს ასახელებენ. მაგრამ ალექსანდრე მაკედონელი სამხრეთ კავკასიით არასოდეს არ დინტერესებულა და აქ არასდრო ულაშქრია. სამაგეროდ კავკასიით (უფრო ზუსტად აქ გამავალი სავაჭრო გზებით) დაინტერესდნენ მისი იმპერიის დანგრევის შემდგომ წარმოქმნილი სახელმწიფოები.
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ დაიწყო სასტიკი ბრძოლა მის სარდლებს შორის, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც დიადოხოსები (მემკვიდრეების) სახელით. საბოლოოდ ალექსანდრე მაკედონელის იმპერია სამ ნაწილად დაიშალა: [[სელევკიდების სამეფო]] (სირია, შუამდინერეთი, ირანი), [[ეგვიპტეპტოლემეების სამეფო]] (ეგვიპტე) და [[მაკედონია]].
 
ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზი დაუკავშირდა [[ეგრისი|ეგრისის]] (დასავლეთ საქართველო) მმართველს [[ქუჯი|ქუჯს]], გამოიყენა ჩრდილო კავკასიელთა სამხედრო ძალა, მხარდაჭერა სთხოვა სელევკიდების სამეფოს. აზომ საბერძნეთიდან მიიღო სამხედრო ძალა, მაგრამ ის ბრძოლის ველზე დაეცა.ფარნავაზიც და აზოც თავიანთ ბრძოლებში აქტიურად იყენებდნენ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალას.