ალბერტ ზალცმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ 6 კატეგორიები გაჯეტ HotCat-ით
No edit summary
ხაზი 3:
დაიბადა თბილისში დამკვიდრებული გერმანელის ოჯახში. დაამთავრა [[სსრკ-ის სამხატვრო აკადემია|პეტერბურგის სამხატვრო აკადემია]]. [[1861]] წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. 1865–1866 წლებში იმოგზაურა [[გერმანია|გერმანიაში]], [[საფრანგეთი|საფრანგეთში]], [[ბელგია|ბელგიასა]] და [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], სადაც ეცნობოდა საავადმყოფოებისა და სატუსაღოების შენობებს. [[1867]] წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიამ აკადემიკოსის წოდება მიანიჭა. [[1876]] წელს დანიშნეს კავკასიის სამხედრო ოლქის საოლქო-საინჟინრო სამმართველოს არქიტექტორად. 35 წლის განმავლობაში მისი პროექტით მრავალი სახაზინო, საზოგადოებრივი და კერძო სახლი აშენდა თბილისში.
 
[[1865]] წელს დაინიშნა მისივე პროექტით აგებული ქალაქის, ყოფილი [[მიხეილის საავადმყოფო|მიხეილის საავადმყოფოს]] სამშენებლო კომისიის წევრად. სხვა ნამუშევართაგან აღსანიშნავია: [[თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია|კათოლიკეთა ეკლესია]] ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე ([[1870]]), კავკასიის მუზეუმის შენობა (დამთავრდა 1870, იდგა [[სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი]]ს ახლანდელი შენობის ადგილას), ქალთა გიმნაზიის შენობა (დამთავრდა [[1874]], ახლანდელი ლადო გუდიაშვილის ქ. №10). 1886–1893 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახაზინო (ახლანდელი [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი|ოპერისა და ბალეტის]]) თეატრის მშენებლობას, მისი პროექტითაა აგრეთვე აგებული თბილისის არისტოკრატიული და ბურჟუაზიული ფენების წარმომადგენელთა მრავალი საცხოვრებელი სახლი. ალბერტ ზალცმანი [[ოტო სიმონსონი|ოტო სიმონსონთან]] ერთად იმ არქიტექტორთაგანი იყო, რომელმაც იმდროინდელი რენესანსულ-ბაროკული ფასადების გამოყენებით ქალაქის განაშენიანებას ახლებური ხასიათი შესძინა. მისი ნამუშევრებიდან ასევე აღსანიშნავია: ალბერტ ზალცმანის საკუთარი სახლი დავით აღმაშენებლის გამზირზე №115-ში (1872), სახლი რევაზ თაბუკაშვილის ქ. №14-ში (1876), კავკასიის მუზეუმისა და ქალთა გიმნაზიის ფასადები, საცხოვრებელი სახლი გალაკტიონ ტაბიძის ქ. № 22-ში, რომლის ფასადი დამუშავებულია ქართული ისტორიული არქიტექტურული მოტივებით. მისი შვილი იყო მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი და კარიკატურისტი [[ალექსანდრ ზალცმანი]].
 
== ლიტერატურა ==