გაცი და გაიმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 2 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q3648772
No edit summary
ხაზი 27:
ბოლო დრომდე პოპულარობით სარგებლობდა [[გრიგოლ გიორგაძე|გრიგოლ გიორგაძის]] მოსაზრება იმის თაობაზე, რომ არმაზი, გაცი და გა წარმოადგენდნენ ხეთურ–ხურიტული პანთეონიდან მომდინარე ღვთაებრივ ტრიადას.<ref>გიორგაძე გ., ათასი ღვთაების ქვეყანა, თბ., 1988</ref>
 
ბოლო დროს, [[ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი |ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა]] უარყო როგორც ნ. მარის, ასევე გ. გიორგაძის აღნიშნული მოსაზრებები.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 78–81</ref> მისი აზრით, მიუხედავად სამი კერპის (არმაზი, გაცი, გა) ერთ მთაზე გვერდიგვერდ დგომისა, ისინი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღმერთების კლასიკური ტრიადა. სამი კერპის ერთად დგომა ან გამოსახვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ღვთაებრივი ტრიადისადმი მათ კუთვნილებას. გაცი და გა წყვილი ღვთაებაა. დღემდე ცნობილ ყველა წარმართულ რელიგიაში ღვთაებათა წყვილების აბსოლუტური უმრავლესობა საპირისპირო სქესისანი იყვნენ. ნ. ნიკოლოზიშვილი მიიჩნევს, რომ გაცი მამრობითი სქესის ღვთაება უნდა ყოფილიყო, ხოლო გა მდედრობითისა. ამასთან, სახელი გა უნდა მომდინარეობდეს ძველი ბერძნული მიწის ღვთაების გეა–ს სახელიდან (ბერძნული: Γαία; დიალექტური ფორმები: Γῆ–გე და Γᾶ–გა); მამრობითი სქესის ღვთაების სახელი გაცი უნდა მომდინარეობდეს ასევე ბერძნული სიტყვიდან γήτης/γηίτης – გეტეს/გეიტეს, დიალექტური γάτης – გატეს, რაც „მიწათმოქმედ კაცს“, „მიწის მხვნელ კაცს“ ნიშნავს. მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ხალხის მითოლოგიაში (გამონაკლისია მხოლოდ ეგვიპტური ჰელიოპოლური მითი), მდედრული საწყისი პერსონიფიცირდება მიწის ღვთაებაში, ხოლო მამრული – ცის ღვთაებაში, რომელიც წვიმის, მეხისა თუ მეტეორიტის მეშვეობით ანაყოფიერებს მიწას. საბოლოოდ, ნ. ნიკოლოზიშვილი მიდის დასკვნამდე, რომ გაცი–გას კულტი უნდა ყოფილიყო ელინისტური კიბელა–ატისის[[კიბელა|კიბელე]]–ატისის მსგავსი, მომაკვდავი და აღორძინებადი ღვთაების კულტი, რომელიც აზომ, ალექსანდრე მაკედონელის მხედართმთავარმა შემოიტანა ქართლში.<ref>ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქართლი ელინიზმისა და ქრისტიანობსი სათავეებთან „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს და „ქართველ მეფეთა ცხოვრების მიხედვით“, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ., 2006, გვ. 85–93</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაცი_და_გაიმი“-დან