ჯონ ტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
2003–04 წლის სეზონში ჯონ ტერიმ თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა და მოტივრებულმა ფეხბურთელმა, ამიტომ [[მარსელ დესაი]]ს არყოფნისას მწვრთნელმა [[კლაუდიო რანიერი]]მ მას კაპიტნის სამკლაური გადასცა. ფრანგი ლეგიონერის წასვლის შემდეგ ტერიმ საბოლოოდ დაიკავა მისი ადგილი. 2004–05 წლის სეზონში „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად [[ჟოზე მაურინიო]] დაინიშნა. ამ სეზონში ტერიმ 8 გოლი გაიტანა და სეზონის ბოლოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
 
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ტერის დებიუტი შედგა [[2003]] წელს, სერბია-მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მონაწილეობა მიიღო [[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004|2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე]]. [[პოლონეთის საფეხბურთო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|პოლონეთის ნაკრებთან]] თამაშისას ჯონ ტერიმ პირველად მოირგო ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლაური. [[2005]] წელს ტერი დაასახელეს [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის]] საუკეთესო მცველად. მან 4 გოლი გაიტანა, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი გოლი [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|„ბარსელონასთან“]].
 
თავისი კარიერის დასაწყისში ჯონ ტერი გარეული იყო ერთ ინციდენტში, რომელიც მოხდა დასავლეთ ლონდონში მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში. მას ბრალი ედებოდა თავდასხმაში და ხულიგნობაში, მაგრამ ეს ბრალდებები მოეხსნა. სწორედ ამიტომ ვერ მიიღო მონაწილეობა [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002|2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯონ_ტერი“-დან