საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი (1991): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.
 
'''[[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში]]''' ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61,27%-მა; კენჭისყრაში – 61,23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1,42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.
 
[[გუდაუთის რაიონისრაიონი]]ს ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა გუდაუთის რაიონის ყველა ამომრჩეველი, ვინც კი რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. სიაში შეიყვანეს 2931 ამომრჩეველი, გაიცა 2931 ბიულეტენი, რომელთაგან 1 ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 2928 ამომრჩეველმა, უარყოფილი - ორმა.
 
[[ტყვარჩელი|ტყვარჩელში]] ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ამიტომ ტყვარჩელის ამომრჩევლებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ კენჭისყრაში [[ოჩამჩირე|ქ. ოჩამჩირის]] წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, სადაც მისული ამომრჩევლები შეიტანეს ცალკე სიაში და კენჭისყრისთვის გამოყენებული იყო ცალკე ყუთი. სიაში შეიყვანეს 1017 ამომრჩეველი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 1016-მა ამომრჩეველმა. უარყოფითი მხოლოდ ერთმა.
 
'''[[აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა|აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში]]''' ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224.788. რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96,64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97,67%-მა. უარყოფითად – 1,42%-მა.
 
'''ქალაქ [[ცხინვალი|ცხინვალში]], [[ყორნისის რაიონი|ყორნისისა]] და [[ჯავის რაიონი|ჯავის რაიონებში]]''' რეფერენდუმი არ ჩატარებულა, მაგრამ საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რიცხვში გათვალისწინებულ იქნა ამ რეგიონის ამომრჩეველთა რაოდენობა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==