ეგზისტენციალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 67:
პირველად ტერმინი „შიში” გამოიყენა [[სიორენ კირკეგორი|სიორენ კირკეგორმა]] თავის ნაშრომში „შიშის ცნება“. თუკი ცხოველები ინსტინქტით მოქმედებენ, ადამიანები საკუთარ თავისუფალ ნებას გამოხატავენ, რაც შიშს იწვევს. კირკეგორის შიშის ცნება გაიზიარეს სხვა ფილოსოფოსებმაც, [[ფრიდრიხ ნიცშე]]მ, [[ჟან-პოლ სარტრი|სარტრმა]], [[მარტინ ჰაიდეგერი|ჰაიდეგერმა]]. თითოეულმა მათგანმა შიშის იდეა საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით ინდივიდუალურად განავრცო. კირკეგორი შიშს უკავშირებდა პიროვნული რელიგიური მრწამსის წინაშე მდგომი ადამიანის მორალურ თავისუფლებას, რომელიც მან აბრაამის მაგალითზე განიხილა. სარტრი თავის წიგნში ''„ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია”'' კირკეგორის „ბრაამის შიშს” ეგზისტენციალური კრიზისის დასახასიათებლად იყენებს: ''„შიში მაინც არის, მაშინაც კი, როცა მას მალავენ. ეს ის შიშია, რომელსაც კირკეგორი უწოდებდა აბრაამის შიშს. თქვენ იცით ეს ისტორია. ანგელოზმა უბრძანა აბრაამს მსხვერპლად შეეწირა თავისი ვაჟიშვილი. კარგია, თუ ის ნამდვილად იყო ანგელოზი, რომელიც მოვიდა და თქვა: შენ აბრაამი ხარ და შენ მსხვერპლად შესწირავ შენს ვაჟიშვილს. მაგრამ ყველას აქვს უფლება იკითხოს: ნამდვილად არის ის ანგელოზი და ნამდვილად ვარ მე აბრაამი? სად არის ამის დადასტურება”''. გვიანდელი ეგზისტენციალისტები შიშს უკავშირებდნენ პიროვნულ პრინციპებს, კულტურულ ნორმებს და ეგზისტენციალურ სასოწარკვეთას.
 
კირკეგორი ფიქრობდა, რომ შიშის გრძნობა დადებითი მოვლენა იყო, რადგან ამ დროს ადამიანი ეგზისტენციალურ სიტუაციაშია და სიცარიელეს გრძნობს. ეს შეიძლება შინაგანი მოტივატორი იყოს პიროვნებისთვის, რათა მან საკუთარ არსებობას გარკვეული დანიშნულება და საზრისი მიანიჭოს და არსებობის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს. კირკეგორი თავის ნაშრომში ''„შიში და ძრწოლა”'' წერს: ''„მე შემიძლია მთელი ჩემი ძალისხმევით უარვყო ყველაფერი და ვიპოვო სიმშვიდე ტკივილში. მე შემიძლია დავძლიო ყველაფერი -თუნდაც საშინელი დემონი, უფრო საზარელი ვიდრე ჩონჩხი, რომელიც მაძრწუნებს მე. თუკი სიგიჟე გამომეცხადება მასხარას კოსტუმში და მანიშნებს, რომ მე უნდა ჩავიცვა ის, მე მაინც საკუთარ სულს გადავარჩენ, რადგან ჩემთვის ღმერთი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამქვეყნიური ბედნიერება”''.
 
=== სასოწარკვეთილება ===
ხაზი 73:
სასოწარკვეთილება ეგზისტენციალიზმში ნიშნავს იმედის დაკარგვას.<ref>{{cite web |url=http://www.tfd.com/despair |title=despair - definition of despair by the Free Online Dictionary, Thesaurus and Encyclopedia |publisher=Tfd.com |accessdate=2010-03-08}}</ref> ადამიანს უიმედობა ეუფლება მაშინ, როდესაც თავის ძირითად მახასიათებლებს კარგავს. მაგალითად, როდესაც მომღერალი კარგავს სიმღერის შესაძლებლობას, ის შეიძლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს, თუკი არ გააჩნია რაიმე სხვა იდენტობა, რათა მას დაეყრდნოს და გამოხატოს თავისი თავი. ის გრძნობს რომ უძლურია საკუთარი ყოფნის განსაზღვრაში.
 
ეგზისტენციაურ სასოწარკვეთის ცნებას საზოგადოდ განსაზღვრული უიმედო ყოფისგან განასხვავებს ის, რომ ეგზისტენციალური სასოწარკვეთილების დროს, ადამიანს არ აქვს აშკარად, ცხადად გამოხატული დეპრესიული მდგომარეობა. იმდენად რამდენადაც ადამიანის იდენტურობა დამოკიდებულია მახასიათებლებზე, რომელიც შეიძლება დაინგრეს , ის მუდმივ სასოწარკვეთაშია და სარტრისეული ტერმინი რომ გამოავიყენოთგამოვიყენოთ, სასოწარკვეთილება ადამიანის უნივერსალური მდგომარეობაა.<ref name="Either/Or Part II p. 188 Hong">Either/Or Part II p. 188 Hong</ref>
[[ფაილი:The Scream.jpg|მინიატიურა|[[ედვარდ მუნკი]]ს ეგზისტენციალისტური ნახატი „კივილი”.]]
[[სიორენ კირკეგორი]] გამოყოფს სამი სახის სასოწარკვეთას. პირველ საფეხურზე მდგომი ადამიანი, ვერ აცნობიერებს, რომ ის სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია. მას საკუთარ თავზე და არსებობაზე არასწორი წარმოდგენა აქვს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ვერ აანალიზებს მის რეალურ მდგომარეობას და საკუთარ თავს არასწორად განსაზღვრავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის სასოწარკვეთილი. კირკეგორი მიიჩნევს, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის სწორედ ასეთი მდგომარეობაა დამახასიათებელი. ასევე, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ ბედნიერებას გრძნობს, სასოწარკვეთილია. მეორე საფეხურზე მდგომი ადამიანი აცნობიერებს საკუთარ მდგომარეობას და მას სურს, აღარ იყოს ისეთი, როგორიც არის, ან სურს იქცეს სხვა ადამიანად. კიეკეგორიკირკეგორი ამ ტიპის ადამიანებს „მიწიერ სასოწარკვეთილ” პიროვნებებს უწოდებს. უკანასკნელი და ყველაზე ღრმა ფორმა სასოწარკვეთილებისა არის, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ უიმედო მდგომარეობას და მას მაინც სურს იყოს ის, ვინც არის. ამ საფეხურს კირკეგორი „დემონურ სასოწარკვეთას უწოდებს” (დემონს ფილოსოფოსი იყენებს კლასიკური ბერძნული გაგებით, და არა თანამედროვე მნიშვნელობით). თავდაპირველად, ადამიანი ცდილობს მიმართოს გარკვეულ საშუალებებს, რათა შეიმსუბუქოს მდგომარეობა, თუმცა დახმარებას ვერ იღებს. ამიტომ, ადამიანი ეგუება და უძლებს სასოწარკვეთას და აღარც ელის შველას ''„თუნდაც ღმერთმა და ცის ყველა ანგელოზმა რომ შესთავაზოს დახმარება, ის უარს იტყვის მასზე”''. გარკვეული თვალზასრისითთვალზაზრისით საკუთარი არსის ასე ღრმად წვდომა და გაცნობიერება, მას მისი ტკივილით გაცილებით უფრო მაღლა აყენებს იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც არ აქვთ შეცნობილი საკუთარი თავი. კირკეგორის აზრით, ეს ყველაზე იშვიათი ფორმაა. ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ ''„ყველა ჩვენთაგანს შეუძლია ისწავლოს, რომ ადამიანის უბედურებას არასდროს განაპირობებს მის გარეთ მყოფი საგნები"''.<ref name="Either/Or Part II p. 188 Hong"/>
 
=== გაუცხოება ===
 
გაუცხოება არის ფილოსოფიური ტერმინი, რომელითაც ფილოსოფოსები პიროვნების საზოგადოებასთან შეუთავსებლობას გამოხატავენ - როდესაც ინდივიდი ხედავს, რომ საზოგადოება მორალურად დაცემულია ან გრძნობს უძლურებას მყარი სოციალური ინსტიტუტების წინაშე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არაპიროვნული, არაადამიანური ბუნება თრგუნავს.<ref>[http://etext.lib.virginia.edu/cgi-local/DHI/dhi.cgi?id=dv1-06 Dictionary of the History of Ideas<!-- Bot generated title -->]</ref> კირკეგორი ამ ტერმინს საკუთარი ინდივიდუალური ხედვით განმარტავს. ის მიიჩნევს, რომ ღირებულებები გაუფასურებულია, არ არსებობს რაიმე ავტორიტიავტორიტეტი, რომელსაც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს. ნაცვლად იმისა, რომ მიჰყვეს ვიღაცის ძლიერ ხმას ან აღიაროს რომელიმე წმინდა წიგნი ავტორიტეტად, თვითგაცნობიერებულმა ინდივიდმა თვალი უნდა გაუსწოროს ეგზისტენციალურ გაურკვევლობას, ''„ბევრი ადამიანი დასკვნებს ცხოვრების შესახებ სწავლით აკეთებს, და არა ფიქრით. ისინი თავს იტყუებენ იმით, რომ შეუძლიათ პასუხები წიგნებიდან მიიღონ და თავად არ აზროვნებენ"''.
[[ფაილი:Edvard Munch - Melancholy (1893).jpg|მინიატიურა|[[ედვარდ მუნკი]]ს ეგზისტენციალისტური ნახატი „მელანქოლია”.]]
ობიექტური რეალობა, რომელსაც გვთავაზობენ მეცნიერები და ისტორიკოსები, ინდივიდისთვის უცხო და გაუთავისებელია, რადგან ისინი ვერ პოულობენ ცხოვრების საზრისს წმინდა ობიექტური თვალსაწიერიდან. ინდივიდები აზრს იძენენ ვნებებით, სურვილებით, მორალური და რელიგიური ცნებებით - იმით რისი აღქმაც არის სუბიექტური. ეს არის ადამიანის შინაგანი ანარეკლი. კირკეგორი ფიქრობდა, რომ ისეთი ობიექტური ჭეშმარიტებანი, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრივი კანონი, ან ის, რომ სამკუთხედის კუთხეთა ჯამი 180 გრდაუსიაგრადუსია, სრულიად უმნიშვნელოა ინდივიდისთვის. ადამიანებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებები პერსონალურია. პიროვნებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, აპატიებს თუ არა მას მეგობარი, ვიდრე რომელიმე ობიექტური ჭეშმარიტების ცოდნა.
 
კირკეგორის გაუცხოებული ადამიანი არის რელიგიური პიროვნება, რომელსაც სურს იცხოვროს ქრისტიანულად, მაგრამ ადამიანებმა დაივიწყეს ქრისტეს ცნებებიმცნებები, ისინი მხოლოდ ფორმალურად მისდევენ რელიგიურ რიტუალებს. კირკეგორი საზოგადოებას მკაცრად აკრიტიკებს. არ შეიძლება ადამიანი მეტად ან ნაკლებად რელიგიური იყოს, ვინაიდან ქრისტე ან აღდგა, ან - არა. და თუ ის მართლა მკვდრეთით აღდგა, თუ მართლა ჩვენს გადასარჩენად მოკვდა, მაშინ ის ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. თუმცა, კირკეგორი მიიჩნევდა, რომ ეკლესიას და საზოგადოებას ზერელე მიდგომა ჰქონდათ რელიგიური საკითხებისადმი. იმის რწმენა, რომ ქრისტიანობა „ჭეშმარიტია“ საკმარისი არ არის. ქრისტიანული რწმენის ქონა, ქრისტიანული წესებით ცხოვრებას გულისხმობს.
 
== ეგზისტენციალიზმი და რელიგია ==