მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 23 ნოემბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
Line 238 ⟶ 239:
მღვიმეთა ჰაერის შემადგენლობა სუსტადაა შესწავლილი. ეპიზოდური დაკვირვების საფუძველზე ცნობილია, რომ კარსტულ სიღრუვეებში მოთავსებული ჰაერი იმ შემთხვევის გამოკლებით, როდეასც მღვიმეში ხდება ნახშირორჟანგის ან რომელიმე სხვა გაზის გამოყოფა, გამოირჩევა სისუფთავით. მტვერი და მიკრობები მასში პრაქტიკულად არ არის, ან ძალიან ცოტაა. ნაწვეთი კალციტის გაჩენისას მიმდინარე ქიმიური რეაქცია აუხვებს მღვიმურ ჰაერს იონებით, კერძოდ ნახშირბადის C-14 იონით, და ანიჭებს მას სამკურნალო თვისებას.
მღვიმური კლიმატის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურება მდგომარეობს მღვიმეთა სიბნელეში, ესე იგი მზის რადიაციის შეუღწევადობაში ან სუსტ შეღწევადობაში. თითქმის ყველა მღვიმეში შეიძლება გავარჩიოთ ბნელი და განათებული ნაწილები. არსებობს ისეთი მღვიმეებიც, რომლებშიც დღის შუქი მეტ-ნაკლებად ყველგან აღწევს. სანიმუშოა ამ მხრივ ცუცხვათის მრავალსართულიანი მღვიმის მთავარი ტალანი, რომლის სიგრძე 210 მეტრია და მიუხედავად ამისა მასში გავლა სანათურის გარეშეცაა შესაძლებელი. მღვიმეთა ბნელი და განათებული ნაწილები ერთმანეთისგან განსხვავდება სხვა მეტეოროლოგიური მაჩვენებლების და ლანდშაფტური კომპონენტების მიხედვითაც.
 
მღვიმეთა '''ტემპერატურული რეჟიმი''' მკვეთრად განსხვავდება ზედაპირისგან. მისი მთავარი დამახასიათებელი თავისებურებებია უმნიშვნელო ცვალებადობა წლისა და დღე-ღამის დროთა ცვლილების მიხედვით. იმ მღვიმეებში, რომლებიც კარგადაა იზოლირებული ამინდისა და სეზონური კლიმატის ზემოქმედებისგან, მთელი წლის განმავლობაში გამეფებულია თითქმის თანაბარი ტემპერატურა, რომელიც დაახლოებით ადგილის ზედაპირულ, საშუალო წლიურ ტემპერატურას უტოლდება. ამგვარი მღვიმეების ტემპერატურა ცვალებადობს კლიმატური ზონალობის კანონების შესაბამისად, ესე იგი მცირდება ეკვატორიდან პოლუსებისაკენ და ზღვის დონიდან, ქვევიდან ზევით.
 
'''ნახევარმღვიმურ პირობებში''' მღვიმეთა შესასვლელებში ჩანგრევით კარსტულ ძაბრებში ჯერ კიდევ შეიმჩნევა ტემპერატურის სეზონური, მნიშვნელოვანი ცვალებადობა. თუმცა შინაგანი ტემპერატურა, გარეგანი ტემპერატურის რხევასთან შედარებით, მკვეთრად შესუსტებულია. იქ, სადაც ზედაპირული ტემპერატურა წლის განმავლობაში მერყეობს 17°-იანი ამპლიტუდით, მღვიმეთა შესასვლელებში ამპლიტუდა მხოლოდ 9°-ს უდრის.
 
მღვიმეთა აბსოლუტურად ბნელ, ჰაერის ინტენსიურ ცვლილებას მოკლებულ ნაწილებში ტემპერატურა უმნიშვნელოდ ცვალებადობს, მისი რხევის წლიური ამპლიტუდა არ აღემატება 0.5-1 გრადუსს. მცირედ განსხვავდება მდგომარეობა ისეთ მღვიმეებში, რომლებშიც ზამთრობით შედის და გუბდება უარყოფითი ტემეპერატურის მქონე ჰაერი.
 
[[არაბიკის მასივი|არაბიკას მასივზე]], ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარე [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს უფსკრულში ზამთრობით და გაზაფხულობით გუბდება ყინვანარევი ჰაერი. ივლისში ყინული იწყებს დნობას და მყარდება დადებითი ტემპერატურა 1.5° - 2.5°. [[ხხვამლის მასივი|ხვამლის მასივზე]], ბოგას დაღმავალ მღვიმეში, რომელიც 1710 მეტრის სიმაღლეზე იწყება, ზაფხულის ბოლომდე ინახება ყინული და გამეფებულია უარყოფითი ტემპერატურა, ხოლო სექტემბერში ყინული სწრაფად დნება და მღვიმე ივსება თბილი ჰაერით. ამგვარ მღვიმეებში, ტემპერატურის ცვალებადობის საკმაოდ მკვეთრი ხასიათის მიუხედავად, ამ ცვალებადობის ამპლიტუდა მაინც გაცილებით ნაკლებია ჰაერის ტემპერატურის არა მარტო აბსოლიტური მაქსიმუმის აბსოლიტური მინიმუმის სხვაობაზე, არამედ საშუალოთვიურ ტემპერატურათა ამპლიტუდაზეც.
 
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მღვიმის გამჭოლი ხასიათიც კი ვერ არღვევს მღვიმეებისთვის დამახასიათებელ მდგრად თემიკურ რეჟიმს. გამჭოლ მღვიმეებშიც ტემპერატურა ახლოსაა ზედაპირის ჰაერის საშუალო წლიურ ტემპერატურასთან და უმნიშვნელოდ ცვალებადობს წლისა და დღე-ღამის განმავლობაში. ამის მაგალითებია [[კორცხელის მღვიმე]] ([[ოდიში]]) და [[ცუცხვათის მღვიმე|ცუცხვათის მღვიმის]] მთავარი გვირაბი. როგორც ჩანს, მღვიმეებში გავლისას ჰაერის ნაკადი ღებულობს მათი კედლების ტემპერატურას.
 
'''ჰაერის სინოტივის''' მხრივაც მღვიმეები თავისებურებებით გამოირჩევიან. შეფარდებითი სინოტივე მღვიმეებში საერთოდ მაღალია და ცვალებადობს 70-100%-მდე. უწყლო მღვიმეებში ჰაერის სინოტივე უფრო ნაკლებია, ვიდრე წყლიანში. აბსოლუტური სინოტივე ზაფხულობით მღვიმეში უფრო დაბალია, ვიდრე გარეთ ჰაერში, რაც მღვიმეების შედარებით დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთრობით საწინააღმდეგო მდგომარეობაა - მღვიმურ ჰაერში წყლის ორთქლი მეტი რაოდენობითაა გარეგან ჰაერთან შედარებით.
 
'''ჰაერის წნევა''' მღვიმეებში წარმოადგენს ყველაზე ცვალებად მეტოროლოგიურ ელემენტს, რომელიც რეაგირებას ახდენს დედამიწის ზედაპირის, ატმოსფეროს წნევის არა მარტო სეზონურ, არამედ უფრო ხანმოკლე ცვლილებებზეც.
 
'''ჰაერის მოძრაობის''' ხასიათისა და ინტენსივობის მიხედვით მღვიმეები არსებითად განსხვავებულია. სუბჰორიზონტალურ, დახშულ მღვიმეთა უმრავლესობაში ჰაერის ნაკადები არასდროს არ შეიგრძნოვა და სანთლის ალი ყოველთვის ზევითკენაა მიმართული, მეორეს მხრივ. არსებობს ქარიანი მღვიმეები, რომლებშის სწრაფად მოძრავი ჰაერის ნაკადი არ იძლევა სანთლის გამოყენების შესაძლებლობას.
 
ჰაერის მოძრაობას მღვიმეში სხვადასხვა მიზეზები იწვევს, ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს სიმკვრივის სხვაობა ჰაერის ორ სვეტს შორის, რომელთაგან ერთი გარეთაა დედამიწის ზედაპირზე, მეორე კი შიგნით, ან ორივე სვეტი ზედაპირზეა ან მღვიმეში. მეორე მიზეზი მდგომარეობს ატმოსფერული წნევის სხვაობაში და ცვლილებაში კარსტული მასივის თავზე. მღვიმეში ჰაერის მოძრაობა შეიძლება გამოიწვიოს აგრეთვე კარსტული წყლების მიერ ჰაერის მასების გატაცება-ჩაწოვამ და ზედაპირული ქარის ზემოქმედებამ მიწისვეშა ატმოსფეროზე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან