სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 99:
პირველი წიგნი ოსურ ენაზე 1798 წელს დაისტამბა. XX საუკუნის დასაწყისში გამოვიდა ეროვნული გაზეთები: „[[ირიონ გაზეთი]]“ („ოსური გაზეთი“, დაარსდა 1906), „ნოგ ცარდი“ („ახალი ცხოვრება“, 1907), ჟურნალები: „[[ზონდი (გაზეთი)|ზონდი]]“ („გონება“, 1907), „[[აფსირი]]“ („თავთავი“, 1910) და სხვა.
 
სამხრეთ ოსეთის აოვტომიური ოლქის შექმნის შემდეგ გამოდიოდა საოლქო გაზეთები: „[[სოვეთონ ირისთონი]]“ („საბჭოთა ოსეთი“, 1924 წლიდან, ოსურ ენაზე, ტირაჟი 12,5 ათ. ც.), „[[საბჭოთა ოსეთი]]“ (1933 წლიდან, ქართულ ენაზე, ტირაჟი 1,2 ათ. ც.); რაიონული გაზეთები: ქართულ და ოსურ ენებზე „[[ლენინელი (გაზეთი)|ლენინელი]]“ (1935 წლიდან, ტირაჟი 2,8 ათ. ც.), „[[კოლხოზონ ცარდი]]“ („საკოლმეურნეო ცხოვრება“, 1939 წლიდან, ტირაჟი 1,7 ათ. ც.), „[[ძაუ (გაზეთი)|ძაუ]]“ (1939 წლიდან, ოსურ ენაზე, ტირაჟი 2,3 ათ. ც.); ჟურნალები: „[[ფიდიუაგი]]“ („მაცნე“, 1927 წლიდან, ტირაჟი 13,7 ათ. ც.) — საქართველოს მწერალთა კავშირის სამხრეტ ოსეთის განყოფილების ორგანო. გამომცემლობა „[[ირისთონი]]“ („ოსეთი“, 1930 წლიდან) ყოველწლიურად გამოსცემდა 45 დასახელების წიგნს 170 ათ. ც. საერთო ტირაჟით, ლიტერატურა გამოდიოდა ოსურ და რუსულ ენებზე.
 
რადიო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში მუშაობდა 1939 წლის სექტემბრიდან. ოლქი იღებდა ცენტრალური და რესპუბლიკური ტელევიზიათა გადაცემების პირველ პროგრამებს. 1962 წელს ცხინვალში დაიდგა ტელეტრანსლიატორი.