კრისტალი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''კრისტალი''' ([[ბერძნ.]] krystallos - თავდაპირველად - ყინული, შემდეგ - მთის ბროლი, კრისტალი), ერთგვაროვანი მყარი სხეული, რომელიც ბუნებრივადაა დაწახნაგებული. კრისტალის ფორმას, მის სიმეტრიას განსაზღვრავს კრისტალის ამგები ატომების კანონზომიერი განლაგება, სამგანზომილებიანი პერიოდული წყობა - [[კრისტალური მესერი]], რომელიც ყოველ კონკრეტულ ნივთიერებაში გარკვეული სიმეტრიის მქონე კრისტალური ატომური სტრუქტურების სახითაა. კრისტალს ახასიათებს [[ანიზოტროპია]]. კრისტალი მყარი სხეულის ენერგეტიკულად წონასწორული მდგომარეობაა.
 
ბუნებრივი და ხელოვნური მყარი მასალის უმეტესობა პოლიკრისტალურია (მრავალი წვრილ-წვტილი კრისტალისგაბ შედგება). ცალკე განვითარებულ კრისტალებს [[მონოკრისტალი|მონოკრისტალებს]] უწოდებენ. კრისტალი ძირითადად წარმოიქმნება ხსნარიდან, მდნარიდან და აირაფიაირადი ფაზიდან, აგრეთვე მყარი ნივთიერების ფაზური გარდაქმნისას. ([[კრისტალიზაცია]]). კრისტალთა მასა მერყეობს სუბმიკროსკოპული კრისტალების მასიდან რამდენიმე ათეულ ტ-მდე.
 
==ლიტერატურა==
ანონიმური მომხმარებელი