თაანა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 12:
}}
'''თაანა''', ''ტაანა'' ან ''ტანა'' ('''ތާނަ''') — [[მალდივები|მალდივებზე]] გავრცელებული [[მალდივური ენა|მალდივური ენის]] თანამედროვე დამწერლობითი სისტემა. თაანას გააჩნია როგორც [[აბუგიდა]]ს (დიაკრიტი, [[ვირამა|ხმოვან-მკვლელი დარტყმები]]) ასევე ჩვეულებრივი [[ანბანი]]ს (ყველა ხმნოოვანი იწერება) მახასიათებლები. თანხმოვნები აღებულია როგორც ძირძველი ადგილობრივი ასევე [[არაბული ენა|არაბული]] ნიშნებისგან, ხოლო ხმოვნები ძირითადად აღებულია [[არაბული დამწერლობა|არაბული დამწერლობიდან]]. მალდივური ორთოგრაფია ტაანაზე არის უმეტესად [[ფონეტიკური ორთოგრაფია|ფონეტიკური]].
 
ტაანის დამწერლობა პირვლად მალდივურ დოკუმენტებში გამოჩნდა XVIII საუკუნის დასაწყისში. მის ადრეულს ფორმას ეწოდება ''Gabulhi Thaana'' და წარმოდგენილი იყო [[Scriptio continua]]-ს (უწყვეტი ტექსტით წერის სტილი) ფორმით. ეს ადრეული დამწერლობა ნელა განვითარდა, მისი ასოები 45 გრადუით გადაიხარა მარცხნივ, ფორმები გახდა უფრო დახვეწილი და გაჩნდა სიტყვებს შორის დაშორება. დროის გასვლის შემდეგ მან თან და თან ჩაანაცვლა ძველი ''Dhives Akuru'' ანბანი. თანის უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია კუნძულ [[კანდითემუ]]ზე, ჩრდლილოეთ ''Miladhunmadulu Atoll''-ზე. ისინი ამოკაწრულია ''Hukuru Miskiy''-ს (პარასკევის [[მეჩეთი]]) მთავარ კარზე და დათარიღებულია [[ისლამური კალენდარი|ისლამური კალენდრით]] 1008 ([[1599]] წელი) და 1020 ([[1611]]) წლებში. მირველი არის შენობის აშენების (სულთან იბრაჰიმ III-ის მმართველობის დროს), ხოლო მეორე მისი განახლების წლები (სულთან ჰუსეინ II-ის დროს).
 
თაანა არაბულის მსგავსად იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ხმოვნები არაბულის მსგავსად აღინიშნება სპეციალური სიმბოლოებით. თითოეული ასოს უნდა ქონდეს ან ხმოვანი ან ნიშავნი ''sukun'', რაც ხმოვნის არ არსებობას აღნიშნავს. ერთადერთი გამონაკლისია ''nūnu'', რომელიც როდესაც დიაკრიტის გარეშე იწერება აღნიშნავს შემდგომ მომყოლი [[შემწყვეტი თანხმოვანი|შემწყვეტი თანხმოვნის]] [[პრენზოლირებული თანხმოვნები|პრენზოლირეას]].
 
[[ხმოვანი|ხმოვნები]] ან დიაკრიტიკულ ნიშნებს მალდივურში ეწოდება ''fili''; გამოიყენება ხუთი ''fili'' მოკლე ხმოვნებისთვის (a - ა, i - ი, u - უ, e - ე, o - ო). ამათგან პირველი ორი არაბული დამწერლობის [[არაბული დიაკრიტიკა|ხმოვანი ნიშნების]] ანალოგიურად გამოიყურება (''fatha'' და ''kasra''), მესამა (''damma'') ასევე მიმსგავსებულია. გრძელი ხმოვნები (ā, ē, ī, ō და ū) აღინიშნება ორმაფი ''fili''-ით, გამონაკლისია ō რომელიც წარმოადგენს მოკლე ''obofili''-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს.
 
ასო ''alifu''-ს თავის თავად არ აქვს ხმოვანება და გამოიყენება სამ სხვა და სხვა შემთხვევაში: ის შეიძლება გამოყენებული იყოს წინმსწრები თანხმოვანის გარეშე "ა" ხმოვნის მატარებლად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიტყვის პირველი ასო არის ''ა'' ან [[დიფთონგი]]ს მეორე ნაწილია; როდესაც ის არის ''sukun''-ის მატარებელი, ის განსაზღვრავს შემდგომი ხმოვნის დაგრძელებას; და როდესაც ''alifu''+ სუკუნის კომბინაციაა სიტყვის ბოლოში ის მიუთითებს, რომ სიტყვა მთავრდება /ეჰ/-ზე.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თაანა“-დან