მღვიმე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Giga Doguzovi|Giga Doguzovi]]|2=2019 წლის 27 ოქტომბერი}}
[[ფაილი:CaveoftheMounds.jpg|მინი|მღვიმე]]
[[ფაილი:Kumistavi cave (39).jpg|მინი|პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში]]
[[ფაილი:Burger OtokKriznaJama.jpg|მინი|ტბა კარსტულ მღვიმეში, [[სლოვენია]]]]
'''მღვიმე''' — ვრცელი სიღრუე [[დედამიწის ქერქი]]ს ზედა ფენაში, მიწის ზედაპირზე გამოდის ხვრელებით. წარმოიქმნება [[წყალი|წყალში]] ხსნადი ნაპრალოვანი ქანების ([[კირქვა]], [[დოლომიტი]], [[თაბაშირი]] და სხვ.) გამოტუტვითა და გადარეცხვით, აგრეთვე სუფოზიური, აბრაზიული, ეოლური და სხვა პროცესების შედეგად. მღვიმეთმცოდნეობის შემსწავლელ მეცნიერებას [[სპელეოლოგია]] ეწოდება, [[შვეიცარია|შვეიცარიელი]] მღვიმეთმცოდნის [[ალფრედ ბიოგლი]]ს თქმით, სპელეოლოგია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია და [[გეოგრაფია]]ს ენათესავება.
Line 29 ⟶ 28:
==კარსტული მღვიმეების წარმოშობა-განვითარების პირობები და პროცესები==
 
[[ფაილი:Kumistavi cave (39).jpg|მინი|პრომეთეს (ყუმისთავის) მღვიმე საქართველოში]]
ყველაზე დიდი ზომის მღვიმეებია კარსტული მღვიმეები, ისინი ყველგან არ ვითარდება. მათი წარმოშობა-განვითარებისთვის საჭიროა განსაზღვრული პირობები. გ. მაქსიმოვიჩის გაანგარიშებით, კარსტვად ქანებს ჩვენი პლანეტის ხმელეთის დაახლოებით მესამედი, 50 მილიონი მ² უჭირავს. ამას უნდა დაემატოს ოკეანეებისა და ზღვების ფსკერქვეშ არსებული კარსტვადი უბნები, რომელთა ფართობი ჯერჯერობით უცნობია. იმისათვის რომ წარმოიქმნას კარსტული მღვიმე, საჭიროა შემდეგი პირობები:
 
ხაზი 41:
სპელეოპროცესების გავრცელების არეალს წარმოადგენს ეგრედ წოდებული ''კარსტროსფერო'' - [[დედამიწა|დედამიწის]] ([[სტრატოსფერო]]ს) ქერქის ის ნაწილი, რომელიც კარსტვადი ქანებითაა აგებული და მოიცავს არამარტო კონტინენტებისა და კუნძულების, არამედ ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის ნაწილებსაც. კარსტოსფერო არის გეოიდური მოყვანილობის წყვეტილი გარსი, რომლითაც დაფარულია დედამიწის მთელი ფართობის დაახლოებით 25%.
 
სპელეოპროცესებს შორის მთავარი როლი ეკუთვნის [[კოროზია]]ს, წყლის მიერ ქიმიურად გახსნას. ამ პროცესის მონაწილეობის გარეშე კარსტი არ წარმოიშვება. კოროზია მღვიმის განვითარების საწყის სტადიებში განვითარების ერთადერთ ფაქტორს წარმოადგენს. ვიწრო ნაპრალების გაფართოებით იგი ქმნის მნიშვნელოვან სიღრუეებს და იწვევს ამ უკანასკნელში წყლის მნიშვნელოვანი ნაკადების წამოშობას. ამის შემდეგ კოროზია მიმდინარეობს მის მიერ გამოწვეული ეროზიული და ნგრევითი პროცესების თანხლებით და აღწევს მღვიმური ციკლის ბოლო სტადიამდე.
 
==კარსტვის პროცესი==
 
კარსტვადი ქანები, წყალში იხსნება სხვადასხვა ინტენსივობით, როგორც თვით ქანის ქიმიური შედგენილობის, ასევე გარემოს პირობების მიხედვით. ხსნადობის მიხედვით პირველ ადგილზეა ქვამარილი, შემდეგ თაბაშირი, კირქვა და ბოლოს დოლომიტი. კირქვის როგორც კარსტწარმომქმნელი ქანის უპირატესობა სხვა კარსტვად ქანებთან შედარებით გამოწვეულია საკმაოდ მაღალი ხსნადობის, დიდი გეოგრაფიული გავრცელების და სიმძლავრის თანაწყობით.
კირქვის გახსნაში მონაწილეობას იღებს [[ნახშირორჟანგი]], რომელიც ბუნებრივ წყლებში თითქმის ყველგან და ყოველთვის არის. კირქვის გახსნის პროცესს შემდეგი სახე აქვს:
[[ფაილი:კირქვის გახსნის ქიმიური პროცესი.png|frameless|ცენტრი]]
კალციუმის ბიკარბონატი გაცილებით უკეთესად იხსნება წყალში, ვიდრე მონოკარბონატი. ზემოთ მოყვანილი რეაქცია უკუქცევადია, ესე იგი ფიზიკურ-ქიმიური ვითარების შეცვლისას კალციუმის ბიკარბონატი ისევ იშლება [[მონოკარბონატი|მონოკარბონატად]], [[წყალი|წყლად]] და [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგად]].
 
ქიმიურად სუფთა დესტილირებულ წყალში, რომელიც არ შეიცავს თავისუფალ ნახშირორჟანგს, კირქვის ხსნადობა სუსტია. ერთ ლიტრ წყალში იხსნება 12-15 მილიგრამი კალციუმის მონოკარბონატი. იმ შემთხვევაში, როდესაც წყალი ნახშირორჟანგის შემცველობის მიხედვით ჰაერთანაა გაწონასწორებული, [[კალციუმის მონოკარბონატი]]ს ხსნადობა იზრდება 50-60 მილიგრამამდე. დადგენილია, რომ ნახშირორჟანგის რაოდენობა ბუნებრივ წყალში ჩვეულებრივად გაცილებით მეტია იმ წყალთან შედარებით, რომელიც ატმოსფეროსთანაა გაწონასწორებული. ამიტომაც კარსტული პროცესის დროს კირქვა შედარებით ინტენსიურად იხსნება წყალში.
წყალში გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის ჭარბ რაოდენობას, რომელსაც გააჩნია კალციუმის მონოკარბონატთან რეაქციის უნარი, აგრესიული ნახშირორჟანგი ეწოდება.
თაბაშირის ხსნადობა გაცილებით მეტია კირქვისაზე. დედამიწის ხმელეთის ფარგლებში თაბაშირით აგებულია 7 მილიონი კმ² ფართობი. ბუნებრივი მიწისქვეშა წყლების ტემპერატურულ ვითარებაში თაბაშირი 5-9-ჯერ მეტი რაოდენობით იხსნება, ვიდრე კირქვა ნახშირორჟანგით გაჯერებულ წყალში. 20° ტემპერატურის დროს ერთ ლიტრ ქიმიურად სუფთა წყალში იხსნება 2.05 გრამი CaSO4. კიდევ უფრო ძლიერია წყლის გამხსნელობითი უნარი მარილის NaCl-ის მიმართ. ქვამარილს და სხვა მარილებს კონტინენტებისა და კუნძულების ზედაპირზე უკავიათ 4 მილიონი კმ².
 
==ეროზია==
მნიშვნელოვან მღვიმეთწარმომქმნელ ფაქტორს წარმოადგენს ეროზია. ესეიგი მდინარე წყლის მექანიკური ზემოქმედება ქანზე. ეროზიის მსვლელობისათვის საჭიროა წყლის ნაკადი. მოძრავი წყლის ეროზიული უნარი (ცოცხალი ძალა) დამოკიდებულია წყლის მასაზე და მისი მოძრაობის (დინების) სიჩქარეზე. ეროზია მღვიმეში იწყება მას შემდეგ, რაც კოროზია გააფართოებს ნაპრალებს და წყლის მოძრაობა მიიღებს მნიშვნელოვან სიჩქარეს განსაკუთრებით ინტენსიურად წარმოებს ეროზია ნგრეულ ქანებში - კონგლომერატებში და კირქვებში. ეს დაკავშირებულია ამ ქანების გახსნის შედეგად ქანის მექანიკურ დაშლასა და ამის შედეგად მღვიმური ნაკადისთივის ადვილად გადასაზიდი მასალის დამზადებასთან. ეროზია მიისწრაფვის მღვიმის ფსკერის გასწვრივი პროფილის გაწონასწორებისაკენ, ესე იგი ნაკადის დინების მიმართულებით სუსტად დახრილი, დამრეცი პროფილის გამომუშავებისაკენ.
 
მსოფლიოს უგრძესი მღვიმური სისტემებია: [[მამონტ-ფლინტ-რიჯი]] — (გამოკვლეული ნაწილის სიღრმე - 587 კმ) ([[აშშ]]), [[ჰელოხი]] — 194 კმ ([[შვეიცარია]]), [[ოპტიმისტური]] — 230 კმ ([[უკრაინა]]), [[ახალი ათონის მღვიმე]] — 3,3 კმ ([[საქართველო]]). ზოგიერთი მღვიმე ციცაბოდ ეშვება მიწის სიღრმეში და ე. წ. უფსკრულს წარმოქმნის. უღრმესი უფსკრულებია: [[კრუბერის გამოქვაბული]] ([[საქართველო]]) - 2190 მ, [[თოვლიანი უფსკრული]] — 1753 მ ([[საქართველო]], [[ბზიფის ქედი]]), [[ლამპრეჰტსოფენი]] - 1632 მ ([[ავსტრია]]), [[ჟან-ბერნარი]] — 1602 მ ([[საფრანგეთი]]), [[ტორკა-დელ-სიერა]] 1589 მ ([[ესპანეთი]]), [[პიერ-სენ-მარტენი]] — 1342 მ, ([[საფრანგეთი]]), გვხვდება მრავალსართულიანი მღვიმეებიც (მაგ. [[ცუცხვათის მღვიმე]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მღვიმე“-დან