დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
|ხელმოწერა = David IV signature.svg
}}
'''დავითააააააააააააააააააააააადავით IV აღმაშენებელი''' (დ. [[1073]],{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=10}} [[ქუთაისი]] — გ. [[6 თებერვალი]], <small>[ძვ. სტ. 24 იანვარი]</small>, [[1125]]{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=42}}{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=131}}) — [[საქართველო|საქართველოს]] მეფე [[1089]]-[[1125]] წლებში, [[გიორგი II (საქართველოს მეფე)|გიორგი II-ის]] ძე, დიდი სახელმწიფო მოღვაწე და ძლევამოსილი მხედართმთავარი, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია [[საქართველოს ისტორია]]ში.
 
დავით IV ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში ავიდა, მას შემდეგ, რაც მამამისი — გიორგი II, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებული გახდა შვილის სასარგებლოდ ტახტზე უარი ეთქვა. დავითს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო: ქვეყანა დარბეული იყო მტრის შემოსევებისაგან, [[თურქ-სელჩუკები|თურქ-სელჩუკთა]] მომთაბარე ტომები სახლდებოდნენ დაპყრობილ ტერიტორიებზე და ქართველ ხალხს ფიზიკური განადგურების საფრთხეს უქმნიდნენ, დიდგვაროვანი ფეოდალები მეფეს ხშირად არ ემორჩილებოდნენ, საქართველოს მეფის ხელისუფლება [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთით არ ვრცელდებოდა.{{sfn-2|საქართველოს მეფეები|2007|გვ=122-123}}
ხაზი 34:
დავითმა თავისი ოცდათექვსმეტწლიანი მმართველობის განმავლობაში შეძლო საბოლოოდ დაესრულებინა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პროცესი, სელჩუკი დამპყრობლები ქვეყნიდან განედევნა, საქართველო რეგიონის უძლიერეს სახელმწიფოდ ექცია და მემკვიდრეებისათვის გადაებარებინა ქვეყანა, რომელიც გადაჭიმული იყო „''ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სოერად და არეგაწადმდე''“. პიროვნული ღირსებებისა და ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, [[საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია|ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ]] დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ [[26 იანვარი]] (ახ. სტ. 8 თებ.) დააწესა.{{sfn-2|ქართველ წმიდათა ცხოვრებანი|2009|გვ=43}}
 
== რიგითობა და ზედწოდებაზედწოდებ ==
ზოგიერთ ავტორთან ([[თედო ჟორდანია]], [[ივანე ჯავახიშვილი]], ე. პახომოვი და სხვ.) აღმაშენებელი დავით II-დაა მოხსენიებული. ეს რამდენადმე პირობითია. საერთოდ, ერთიანი საქართველოს მეფე დავითებს შორის, აღმაშენებელი დავით I-ია. როცა ზოგი ისტორიკოსი მას დავით II-დ მოიხსენიებს, ამ შემთხვევაში ათვლა დავით კურაპალატიდან იწყება ე. ი. [[დავით III|დავით კურაპალატი]] (978-1001 წწ.) დავით I-ა და შესაბამისად, დავით აღმაშენებელი — დავით II.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=9}}