ბოლქვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|ბოლქვი (მრავალმნიშვნელოვანი)}}
[[ფაილი:Shallots-Whole.jpg|მინი|[[ხახვი]]ს ბოლქვები]]
'''ბოლქვი''' ({{lang-la|bulbus}}) — [[მცენარეები|მცენარის]] სახეცვლილი [[ყლორტი]]. შედგება განვითარება დაუსრულებელი, დამოკლებული [[ღერო]]საგან (ძირისაგან) და მასზე მჭიდროდ განლაგებული მრავალი ხორცოვანი ფოთლოსაგან ([[ქერქლი]]საგან), რომელიც სავსეა წყლითა და სამარაგო საკვები ნივთიერებებით. ქერქლები ზოგჯერ ვიწროა და კრამიტისებურად განლაგებული (მაგ., [[შროშანი]]) ან ფართოა და ერთმანეთზე მჭიდროდ მიჯრილი (მაგ., [[ხახვი]], [[სუმბული]]).

ბოლქვის ძირის წვერის კვირტიდან ან ბოლქვის ქერქლის უბის [[კვირტი]]დან ვითარდება მიწისზედა საყვავილე [[ყლორტი]], ძირის ქვედა ნაწილიდან კი დამატებითი ფესვები გამოდის. ბოლქვის ქერქლის უბის კვირტიდან ყოველწლიურად ერთი ან რამდენიმე შვილეული ბოლქვი ანუ ბოლქვის კბილი წარმოიქმნება (მაგ., [[ნიორი]]). ბოლქვი ახასიათებს ძირითადად [[შროშანისებრნი|შროშანისებრთა]] და [[ამარილისისებრნი|ამარილისისებრთა]] ოჯახის[[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]ს მცენარეებს. მისი საშუალებით მცენარე ადვილად ეგუება არახელსაყრელ პირობებს - განსაკუთრებით გვალვას[[გვალვა]]ს და მრავლდება ვეგეტატიურად. ზოგჯერ წარმოიქმნება მიწისზედა ბოლქვები ანუ ბოლქვაკები, რომლებიც ვითარდება ყვავილედში ([[ნიორი]], [[ხახვი]]) ან [[ფოთოლი|ფოთლის]] უბის კვირტებში (ზოგიერთი [[შროშანი]]).
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბოლქვი“-დან