მარგარიტა ფრანგი (1279-1318): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 26:
 
=== ქორწინება ===
1290 წელს ინგლისის დედოფალი, მეფე [[ედუარდ I (ინგლისი)|ედუარდ I]]-ის ცოლი [[ელეანორლეონორ კასტილიელი]] გარდაიცვალა, 49 წლის ასაკში. სამაგიეროდ ახლა გაჩნდა იმის პერსპექტივა, რომ ედუარდისა და მარგარიტას ქორწინებით ინგლისსა და საფრანგეთს შორის მშვიდობა დამყარებულიყო. გარდა ამისა, ედუარდ მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავდა, რის გამოც შიშობდა, რომ თუ ის დაიღუპებოდა უმემკვიდრეოდ დარჩებოდა, ამიტომ ახალი ცოლის შერთვა გახდა საჭირო. 1291 წელს, ინგლისის მეფე ედუარდ I-მა საფრანგეთის მეფე ფილიპ IV-ს მისი ნახევარდის, პრინცესა მარგარიტას ხელი სთხოვა თავისი ვაჟისთვის და გარანტიად მშვიდობა შესთავაზა. მარგარიტას საოცარი სილამაზით მონუსხულმა ედუარდმა მარგარიტას თავად შერთვა გადაწყვიტა. საქორწინო ხელშეკრულება შედგა, რომლის მიხედვითაც მარგარიტა ცოლად მიჰყვებოდა ედუარდს, ინგლისელები ფრანგებს უთმობდნენ [[გასკონია|გასკონიას]], ხოლო ფრანგები ინგლისელებს ქალაქ ბლანშს აძლევდნენ.
 
ხელშეკრულების დადებიდან მალევე მარგარიტა ინგლისში გაგზავნეს. ედუარდმა საცოლის დასახვედრად თავისი ძმა, ლანკასტერის ჰერცოგი ედმუნდი გააგზავნა. ამასთან ერთად მარგარიტას უნდა გაჰყოლოდა მისი დაც, პრინცესა ბლანკა, რომელიც ედუარდის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა ცოლად, თუმცა ედუარდი მოტყუებული დარჩა, რადგან ბლანკა ავსტრიის ერცჰერცოგს გააყოლეს ცოლად და მარგარიტა მარტო ჩავიდა. ამით განრისხებულმა ედუარდმა საფრანგეთს ომი გამოუცხადა, თუმცა მარგარიტაზე ქორწინება არ გადაუფიქრებია. ხუთი წლის შემდეგ პაპმა [[ბონიფაციუს VIII]]-მ ქორწინების ნება დართოთ. ამასობაში სიტუაცია ჩაწყნარდა და ედუარდის ვაჟს ცოლად შერთეს ფილიპ IV-ის ასული, საფრანგეთის პრინცესა და ამავდროულად მარგარიტას ძმიშვილი [[იზაბელა (ინგლისის დედოფალი)|იზაბელა ფრანგი]].