როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 153:
 
=== მერვე სეზონი ===
მერვე სეზონის დასაწყისში, ტედი რობინს სტუმრობს თავისი ქორწილის დღეს, რადგანაც ახსოვდა, თუ როგორ გაიქცნენ ის და ვიქტორია მისი ქორწილიდან ერთად. ის ზაფხული ტედმა ვიქტორიასთან გაატარა, ბარნიმ ქვინთან, რობინმა კი ნიკთან ერთად გაატარა. ამ სეზონის მეტსახელი „ოთხი წყვილის დაშლაა“, რადგანაც ყველა წყვილი შორდება ერთმანეთს. ვიქტორია ტედს რობინთან ურთიერთობის გამო დაშორდა, ბარნისა და ქვინის დაშორების მიზეზად ნდობის უქონლობა იქცა, რადგანაც ქორწილის წინ ორივემ თავისი საქორწინო კონტრაქტის გაფორმება მოითხოვა, რობინი კი ნიკს მისი გაუნათლებლობისა და მიუხვედრელობის გამო დაშორდა. ახლად დაშორებული ბარნი და რობინი ერთმანეთს კონცნიან, მაგრამ მიუხედავად ბარნის სურვილისა ერთად არ რჩებიან. ამის შემდეგ ბარნი ურთიერთობას იწყებს რობინის მოძულე კოლეგა პატრიციასთან, რომელსაც როგორც შემდგომში გამოიკვეთა მხოლოდ იმიტომ ხვდებოდა, რომ რობინს ეეჭვიანა და გრძნობებში გარკვეულიყო. დასკვნით სცენაში ბარნი რობინს ცოლობას სთხოვს და ისიც თანხმდება.
 
მარშალი და ლილი ცდილობენ, რომ ერთდროულად იყვნენ მზრუნველი მშობლებიც და ამასთან ერთად სამეგობროშიც იმდენივე დრო გაატარონ როგორც ადრე, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან პატარა მარვინი იკავებდა თითქმის მთელ მათ დროს. ამის გამო ისინი ძიძის ძებნას იწყებენ, რომელიც ლილის მამა, მიკი გახდა. ამან ორივეს მისცა საშუალება, რომ მეგობრებთან უფრო მეტი დრო გაეტარებინათ. სწორედ ამ პერიოდში, ტედის ყოფილი შეყვარებულის, ზოის ყოფილი ქმარი — კაპიტანი უახლოვდება ლილის და სამსახურს სთავაზობს. როგორც აღმოჩნდა, მდიდარი კაპიტანი ხელოვნების ნიმუშების კოლექციას აგროვებდა, მაგრამ ხელოვნებაში ვერ ერკვეოდა, ამიტომაც ლილი, როგორც მხატვარი აიყვანა თავის კონსულტანტად, რომელიც რჩევებს აძლევდა თუ რომელი ნიმუშის ყიდვა შეიძლებოდა და რომლის არა. კაპიტანი შენაძენებით კმაყოფილი იყო, რამაც ლილის შემოსავალი გაუორმაგა. ლილიმ განაცხადა, რომ ბედნიერი იყო, რადგანაც ოცნება აიხდინა და სამუშაო ხელოვნების ინდუსტრიაში იშოვნა, რა დროსაც მარშალი გადაწყვეტს რომ კარიერაში წინ სვლის დროა და მოსამართლეობას მოისურვებს. პარალელურად კაპიტანმა ლილის ერთწლიანი სამუშაო შესთავაზა იტალიაში, რომელსაც იგი მარშალის ნებართვით დასთანხმდა, მაგრამ მარშალი, რომელიც უკვე მოსამართლედ იყო არჩეული ქვეყანას ვერ დატოვებდა. ბარნისა და რობინის ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ლილიმ მარშალის დედისაგან გაიგო მისი მოსამართლედ დანიშვნის შესახებ, რაც აშშ-ში დარჩენას მოითხოვდა.
 
ამ პერიოდში ტედი ახალ ურთიერთობას იწყებს ჟანეტთან, გოგონასთან, რომელიც მას ქუჩაში შემთხვევით დაეჯახა მანქანით. როგორც აღმოჩნდა, ჟანეტს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც იგი მას სასწრაფოდ დაშორდა. ტედი, როგორც სამეგობროში ერთადერთი მარტოხელა მელანქოლიას მიეცა. იგი ლილისთან კამათობდა იმის შესახებ, თუ მუსიკალური ბენდი დაექირავებინათ, თუ დიჯეი, რობინისა და ბარნის ქორწილისათვის. საბოლოოდ კამათი ლილიმ მოიგო და მათ მუსიკალური ბენდი დაიქირავეს, რომელშიც ტედის მომავალი ცოლი უკრავდა.
 
რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, რობინს სულ უფრო მეტად ეპარებოდა ეჭვი ბარნისთან ქორწინების სისწორეში. ამის გამო მან თავისი ემოციური მდგომარეობის შესახებ ტედს აცნობა. ტედმა თავი დამნაშავედ იგრძნო და განაცხადა, რომ მეორე ქორწილის ჩაშლა აღარ სურდა, რის გამოც ქორწილის შემდეგ ჩიკაგოში გადასახლდებოდა, რათა ბარნისა და რობინის ურთიერთობისათვის ხელი არ შეეშალა. სეზონის ბოლო სერიაში ჩანს ტედის მეუღლე, რომელიც ქორწილში ჩასასვლელად ყიდულობს მატარებლის ბილეთს და ხელში ზემოთ ხსენებული ყვითელი ქოლგა უჭირავს.
 
=== მეცხრე სეზონი ===