როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 102:
მეორე სეზონის დასაწყისში ტედი და რობინი წყვილად გვევლინება, ხოლო მარშალი ლილისთან დაშორების გამო დეპრესიაშია. იგი ცდილობს ცხოვრება გააგრძელოს ლილის გარეშე, თუმცა მრავალი ემოციური კრახის შემდეგ დახმარებას ბარნის სთხოვს, რომელიც მარშალს ასწავლის კარგად ჩაცმასა და ქალებთან ურთიერთობას, თუმცა ყოველ ჯერზე, როდესაც მარშალი რომელიმე ქალს უახლოვდება, ბარნი მას კვლავ აშორებს. რადგანაც ტედი უკვე სასიყვარულო ურთიერთობაში იყო, ბარნის ახალი „მეორე პილოტი“ გახდა, ანუ იგი მას ეხმარებოდა ქალებთან „დაახლოვებაში“. ბარნი ყველანაირად ცდილობს მისთვის ფლირტის ხელოვნების სწავლებას, მაგრამ მარშალს უმეტესად არაფერი გამოსდის. მარშალი ქალებზე შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, მაგრამ საბოლოოდ მოიპოვა ერთი ბარისტას ნომერი. მოგვიანებით, ლილიმ გააცნობიერა, რომ მისგან კარგი მხატვარი არ გამოვა, რის გამოც ნიუ-იორკში დაბრუნდა. თავდაპირველად ლილი და მარშალი არ შერიგებულან, რადგან მარშალი ერთ გოგონასთან იყო ურთიერთობაში, რომელსაც მათ სამეგობროში „შეშლილ თვალებიანს“ უწოდებდნენ, რის გამოც ლილის ძალიან პატარა, არაკომფორტულ ბინაში უხდებოდა ცხოვრება. საბოლოოდ მარშალი „შეშლილ თვალებიან“ გოგონას დაშორდა და ლილის შეურიგდა. იმავდროულად ტედმა რობინი თავის მშობლებს გააცნო, რა დროსაც შემთხვევით გაიგო, რომ ისინი ერთი წლის გაშორებულები იყვნენ, ორივეს სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა და ბებიამისიც გარდაცვლილიყო.
 
ამ პერიოდში, რობინმა უარი განაცხადა მათთან ერთად სავაჭრო ცენტრში წასვლაზე, რის გამოც მარშალმა გამოთქვა ეჭვი, რომ უარის მიზეზი ის იყო, რომ იგი ჯერ კიდევ კანადაში ცხოვრებისას დაქორწინდა სავაჭრო ცენტრში. ამის საწინააღმდეგოდ, ბარნიმ განაცხადა, რომ რობინი არა გათხოვილი, არამედ პორნო-ვარსკვლავი იყო. ამის გამო მარშალმა და ბარნიმ სანაძლეო დადეს, რის მიხედვითაც გამარჯვებული დამარცხებულს სილას გააწნიდა, თავიანთ „სილის გაწვნის მსაჯად“ კი ლილი აირჩიეს. როგორც შემდგომში გაირკვა, რობინი არც გათხოვილი იყო და არც პორნო-ვარსკვლავი, არამედ იგი თინეიჯერობისას კანადაში პოპ-ვარსკვლავი იყო „რობინ სპარკლსის“ სახელით და მისი ყველაზე ცნობილი ჰიტი იყო „მოდი წავიდეთ სავაჭრო ცენტრში“. ბარნიმ მარშალს სილა ნაადრევად გააწნა, რის გამოც იგი ლილიმ დასაჯა და მარშალმა მისთვის ხუთი სილის გაწვნის უფლება მიიღო ნებისმიერ დროს. მისი ხუთი სილიდან, მარშალმა მეორე სეზონში მხოლოდ ერთიორი გამოიყენა. იმავდროულად გაირკვა, რომ ბარნის შავკანიანი გეი ნახევარ-ძმა ჰყავდა. ბარნის ძმამ, ჯეიმზმა არ იცოდა მამის ვინაობა, თუმცა ბარნის დედა ატყუებდა, რომ მამამისი ცნობილი ტელე-წამყვანი ბობ ბარკერი იყო. ამის გამო ბარნი კალიფორნიაში წავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო გადაცემა „სწორ ფასში“, რომლის წამყვანიც იყო ბობ ბარკერი. მისი აზრით იგი ამ დროს მამას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მან გადაცემის კონკურსში გაიმარჯვა კიდეც და მოგებული პრიზი ლილისა და მარშალს აჩუქა, როგორც ნაადრევი საქორწინო საჩუქარი.
 
მეორე სეზონის ფინალში, ტედი ბარნის აცნობებს, რომ ის და რობინი განსხვავებული შეხედულებების გამო შორდებიან, რადგან რობინს არ სურდა ქორწინება და შვილები, თუმცა მათ ეს არავის უთხრეს, რადგან ლილისა და მარშალის საქორწინო ბედნიერება არ გაეფუჭებინათ. აღსანიშნავია, რომ მათი დაშორების მიზეზად შამპანურის ჭიქა იქცა, სადაც საქორწინო ბეჭედი ეგდო. ტედმა რობინი ერთად ყოფნის წლისთავის აღსანიშნავად იმ რესტორანში წაიყვანა, სადაც პირველ პაემანზე, შემდეგ კი ოფიციანტმა რობინს ეს ჭიქა მიუტანა, რასაც მათი ჩხუბი და დაშორება მოჰყვა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს ჭიქა რობინისთვის კი არა, არამედ მათი გვერდით მჯდომი წყვილისთვის იყო განკუთვნილი და უბრალოდ ოფიციანტს აერია. საბოლოოდ სეზონი მთავრდება ლილისა და მარშალის ქორწილით, სადაც ტედი და რობინი ბარნის დაშორების ამბავს უყვებიან. აქ, უკანასკნელ ეპიზოდში ჩანს ბარნი, სადაც იგი ამბობს თავის საფირმო ფრაზას: „ეს იქნება ლეგენდ... მოიცადეთ...“
 
=== მესამე სეზონი ===
მესამე სეზონი იწყება ისევ ბარნის გამოჩენას, სადაც იგი ასრულებს თავის საფირმო ფრაზას და ამბობს: „არული“. როგორც აღმოჩნდა, დაშორების შემდეგ რობინი არგენტინაში წავიდა სამოგზაუროდ, სადაც თავის ახალ შეყვარებულ გაელთან ერთად დაბრუნდა, რომლის როლსაც ენრიკე იგლესიასი ასულებს. ტედი ბარნისთან ერთად ცდილობს შეეგუოს რობინის გაელთან ყოფნას. იმავდროულად, მარშალი და ლილი, როგორც ახლადდაქორწინებული წყვილი, გადაწყვეტენ ახალ სახლში გადასვლას, რომლის ფულიც არ აქვთ. მათ იმდენად მოეწონებათ ერთი სახლი, რომ მარშალი გადაწყვეტს თავისი მთელი ცხოვრების ოცნებაზე — გარემოს დაცვაზე თქვას უარი და ბარნისთან, დიდ კორპორაციაში იწყებს მუშაობას ადვოკატად. იმავდროულად ირკვევა, რომ ლილის საშინელი საკრედიტო ისტორია და ათასობით დოლარის ოდენობის ვალი აქვს, რომელიც წლების მანძილზე დააგროვა ახალი საკრედიტო ბარათებით ტანსაცმლის ყიდვისას. ყოველივე ეს რობინმა გაიგო, რომელიც აიძულებს ლილის, რომ ამ ამბის შესახებ მარშალს მოუყვეს. ყველაფრის მიუხედავად, მარშალის ახალი სამსახურის წყალობით მათ შეძლეს ლილის ვალების გასტუმრება და ახალი საოცნებო სახლის ყიდვა, რომელსაც, როგორც რობინმა აღმოაჩინა მეტად დახრილი იატაკი ჰქონდა, იმდენად დახრილი, რომ მასზე ნივთები ქვემოთ სრიალებდა. სწორედ ამ დროს, მადლიერების დღეზე მარშალმა ბარნის თავისი მესამე სილა გააწნა. ამ დროისათვის რობინი უკვე დაშორებული იყო გაელთან და კიდევ ერთ მამაკაცთან, რომელთან დაშორების მიზეზიც ასაკობრივი სხვაობა იყო.
 
მესამე სეზონის შუაში, ტედი შვილებს უყვება, რომ მათ დედას ყვითელი ქოლგის დამსახურებით შეხვდა. მან წმინდა პატრიკის დღესასწაულზე ყვითელი ქოლგა ღამის კლუბში იპოვნა და სახლში წაიღო, რომელიც მის მომავალ მეუღლეს ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. იმავე დღესასწაულზე, ახლადგაცნობილი ქალის გავლენით, კუდუსუნთან პეპლის ტატუ გაიკეთა, რომლის მოსაშორებლადაც ახალგაზრდა, ლამაზ ექიმთან დაიწყო სიარული, რომელსაც სტელა ერქვა. ტედს სტელა მაშინვე მოეწონა, მაგრამ მან შეხვედრაზე უცნობი მიზეზის გამო უარი უთხრა. სტელასთან განვლილი ათი სეანსის პერიოდში, ტედმა იგი შეხვედრაზე დაითანხმა და გაირკვა, რომ უარის მიზეზი ქალიშვილი იყო, რომელსაც სტელას ყოფილი ქმრისგან ჰყავდა. მათი ურთიერთობა „ორწუთიანი პაემნით“ დაიწყო. სტელა ტედს ეუბნებოდა, რომ მასთან შესახვედრი დრო არ ჰქონდა, რადგან გამუდმებით მუშაობდა და შესვენებისთვის მხოლოდ ორი წუთი ჰქონდა. ერთხელად, სწორედ ამ ორ წუთში სტელა წაიყვანა სადილზე, ესაუბრა, დაპატიჟა ყავაზე, ფილმზე და საბოლოოდ აკოცა კიდეც, რითაც სტელა მოიხიბლა. იმავდროულად ბარნი რობინთან დაწვა, რამაც განარისხა ტედი და გადაწყვიტა, რომ ბარნისთან აღარ ემეგობრა. ამ პერიოდში, უცნობი ქერათმიანი ქალი იწყებს დივერსიულ მოქმედებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქალები ბარნის აღარ ენდონ. როგორც შემდეგში გაირკვა, უცნობი დივერსანტი სტელას მდივარი ები (რომლის როლშიც ბრიტნი სპირსი გამოდიოდა) იყო, რომელმაც ერთი ღამე გაატარა ბარნისთან და შემდეგ იგი ბარნიმ მიატოვა.
 
სეზონის ფინალში ტედი ტაქსში ჯდება, რა დროსაც იგი ავტოკატასტროფაში ხვდება და საავადმყოფოში აწვენენ. მასთან მისასვლელ გზაზე ბარნი ავტობუსს შეეჯახა და უამრავი ტრავმა მიიღო. იგი ზუსტად იმ საავადმყოფოში დააწვინეს სადაც ტედი. ამის შემდეგ ტედი მიხვდა, რომ ბარნი ნამდვილად ზრუნავდა მასზე, რის გამოც საბოლოოდ შეურიგდა მას. ამის შემდეგ, ტედმა სტელას ხელი სთხოვა, რა დროსაც ბარნი მიხვდა, რომ რობინი უყვარდა.
 
=== მეოთხე სეზონი ===