როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 89:
{{სიუჟეტი}}
=== პირველი სეზონი ===
2030 წელს, ტედ მოსბი (სადაც მსახიობ ჯოშ რადნორის ნაცვლად ბობ საგეტის ხმა ისმის) თავის ქალიშვილ პენისა და ვაჟს, ლუკასს უყვება ისტორიას, თუ როგორ შეხვდა მათ დედას, ისტორია კი ძალიან შორიდან, 2005 წლიდან იწყება.
 
პირველი სერია იწყება 2005 წლის 19 სექტემბერს, სადაც ვითარება ხდება ნიუ-იორკში, კერძოდ კი მანჰეტენზე მცხოვრებ 27 წლის არქიტექტორ ტედ მოსბისა და მისი კოლეჯის ორ საუკეთესო მეგობართან: მარშალ ერიკსენსა და ლილი ოლდრინთან, რომლებიც იმავროულად შეყვარებულები არიან და ტედთან ერთად ცხოვრობენ. ამ პერიოდისათვის მარშალი სამართლის სტუდენტია, ხოლო ლილი საბავშვო ბაღის მასწავლებელი, რომლის ოცნებაა, რომ გახდეს მხატვარი. ლილი და მარშალი ცხრა წლის მანძილზე ცხოვრობენ ერთად და საბოლოოდ, სერიალის პირველ სერიაში მარშალი მას ცოლობას სთხოვს, რაზეც ლილი დასთანხმდა. სწორედ ამის შემდეგ იწყებს ტედი დაოჯახებაზე სერიოზულ ფიქრს და ცდილობს მარშალის მსგავსად იპოვნოს თავისი იდეალური მეორე ნახევარი. ტედი დახმარებას თავის ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარ ბარნი სტინსონს სთხოვს, რომელიც გამოუსწორებელი მექალთანეა და „დიდი გოლიათის ბანკში“ მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ ხშირად ბარნი, თავისი უღირსი ქმედებების გამო ზიზღს იწვევს ტედში, თუმცა იგი მაინც მის მეგობრად რჩება. ბარნის, ტედს, მარშალსა და ლილის ტრადიცია აქვთ, რომ ყოველდღიურად იკრიბებიან მათი სახლის ქვეშ მდებარე „მაკლარენსის“ პატარა ბარში, სადაც სვამენ და საუბრობენ, ბარნკი კი ამ დროს ახალ ქალებთან დასაახლოვებლად იყენებს. იგი ყველაფერზეა წამსვლელი, რათა ქალი საწოლში შეიტყუოს. ამისათვის იგი იყენებს ფოკუსებს, ცრუ ისტორიებს, ტყუილ პირადობის მოწმობებსა და ხანდახან ტედის სახელსაც კი, თუმცა წარმატების მიღწევისა და ქალთან ერთი ღამის გატარების შემდეგ იგი მისდამი ინტერესს კარგავს და უკვალოდ ქრება.
 
მარშალისა და ლილის ნიშნობით მოხიბლული ტედი მაკლარენსში იწყებს თავისი მეორე ნახევრის ძებნას, სადაც მოულოდნელად შენიშნა ლამაზი გარეგნობის კანადელი რეპორტიორი რობინ შერბაცკი, რომელიც მაშინვე შეუყვარდა და პაემანზე დაპატიჟა. იგი რობინს სიყვარულში პირველივე პაემანზე გამოუტყდა, რაც მათი დაშორების მიზეზად იქცა, რადგან რობინს არ სურს სერიოზული ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, რობინი მალევე დაუახლოვდა ლილის, რომლის გზითაც იგი მალევე გახდა ამ სამეგობროს განუყოფელი ნაწილი. „მომავლის ტედის“ მონათხრობი ცხადყოფს, რომ რობინი არაა ტედის მეუღლე, რადგან ისიც და მისი შვილებიც, თხრობისას მას „დეიდა რობინს“ უწოდებენ.
 
რობინთან განცდილი მარცხის შემდეგ, ტედმა ახალი ურთიერთობა დაიწყო კონდიტერ ვიქტორიასთან, რომელიც თავისი მეგობრის, სტიუარტისა და კლაუდიას ქორწილში გაიცნო. ვიქტორიასთან დაწყებულმა ურთიერთობამ რობინი აეჭვიანა, რამაც იგი მიახვედრა, რომ ტედი უყვარდა, ამიტომაც ფარული და უწყინარი გზებით ცდილობდა მათ დაშორებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი ყველანაირად ცდილობდა ვიქტორია ტედთან დაშორებაში დაერწმუნებინა. მიუხედავად კარგი ურთიერთობისა, ვიქტორია სასწავლებლად წავიდა გერმანიაში. ამის მიუხედავად მან და ტედმა, გარკვეული დროით შეინარჩუნეს ურთიერთობა, იგი მას გერმანიიდან კექსებსაც უგზავნიდა, მაგრამ ერთხელაც ვიქტორიამ ტედს აღარ დაურეკა. ამაზე გაბრაზებული ტედი ღამით რობინთან ავიდა და მასთან დაწოლა დააპირა, რა დროსაც რობინს მოატყუა, რომ იგი ვიქტორიას დაშორდა. იმავე ღამეს ვიქტორიამ ტედს დაურეკა, რა დროსაც ზარს რობინმა უპასუხა და ყველაფერი გაირკვა. ამის გამო ტედი რობინსაც დაშორდა და ვიქტორიასაც, მაგრამ რობინს წყენამ მალე გადაურა და ტედს შეურიგდა.
 
ამ მოვლენების პარალელურად, ლილი იწყებს იმაში გარკვევას, რომ მარშალთან ურთიერთობის გამო ხელიდან გაუშვა თავისი შესაძლებლობა — გამხდარიყო მხატვარი. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე იგი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ვიქტორია სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში წავიდა. ამის გამო, ლილი დაშორდა მარშალს და სან-ფრანცისკოში გადავიდა, სადაც სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა. პირველი სეზონი სწორედ მაშინ სრულდება, როდესაც რობინთან შერიგებისა და ღამის გათევის შემდეგ ტედი სახლში ბრუნდება და კიბეზე ჩამომჯდარი მარშალი ხვდება, რომელსაც ხელში ლილის ნიშნობის ბეჭედი ეჭირა.
 
=== მეორე სეზონი ===