როგორ შევხვდი დედათქვენს: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 62:
*'''ბარნი სტინსონი''', ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. სერიალში მის როლს ნილ პატრიკ ჰარისი ასრულებს, რომელიც ამ სერიალის ერთ-ერთი იდეის ავტორიცაა. როგორც მან განაცხადა ბარნის პროტოტიპი ჯონ ბელუში იყო. ბარნი მექალთანე, მდიდარი ამერიკელი კაცია, რომელიც დიდ კორპორაციაში მუშაობს და გიჟდება ქალებსა და კოსტიუმებზე. მისი ხასიათი სოციოპათისაკენ იხრება და გამუდმებით ცდილობს ყურადღების ცენტრში ყოფნას. არის მეტად აზარტული და ცდილობს ყველა ქალთან დაწოლას, გამონაკლისი არც მისი საუკეთესო მეგობრები: ლილი და რობინი არიან. იგი ეფლირტავება ტედის დედასა და დასაც. მას ახლო ურთიერთობა აქვს თავის შავკანიან, გეი ნახევარ-ძმასთან. ბარნიმ არ იცის ვინაა მისი ნამდვილი მამა და ცდილობს მისი ვინაობის გარკვევას, ასევე ხანში შესულ დედას ატყუებდა, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა, რომლებიც რეალურად დაქირავებული მსახიობები იყვნენ. საბოლოოდ მას რობინ შერბაცკი შეუყვარდა, რომელზეც სერიალის ბოლო სეზონში ქორწინებდა, თუმცა ქორწინება მეტად უიღბლო აღმოჩნდა და მალევე განქორწინებით დასრულდა.
*'''ლილი ოლდრინი''', ტედ მოსბის მეგობარი და სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაბადებით ნიუ-იორკელი გოგონა, რომელიც აღიზარდა ფემინისტი დედისა და გამომგონებელი მამის ოჯახში. მან ტედი და მარშალი კოლეჯის პირველ დღეს გაიცნო, როდესაც მარშალს გაფუჭებული რადიოს შეკეთება სთხოვა, რის შემდეგაც იგი შეუყვარდა და მასთან და ტედთან ერთად ცხოვრობდა მანჰეტენზე, რა დროსაც იგი საბავშვო ბაღში მასწავლებლად მუშაობდა. ათწლიანი ურთიერთობის შემდეგ მარშალმა მას ხელი სთხოვა და თანხმობაც მიიღო, მაგრამ ლილის თავისი სამხატვრო ოცნების ასრულება მოუნდა, რის გამოც დაშორდა მარშალს და სან-ფრანცისკოში გადასახლდა ფერწერის შესასწავლად. სამ თვეში იგი უკან დაბრუნდა და მარშალს შეურიგდა, რის შემდეგაც ისინი მალევე დაქორწინდნენ და ახალი სახლიც იყიდეს, სადაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ შვილებთან ერთად.
*'''ტრეისი მაკკონელი''', ტედ მოსბის ერთადერთი მეუღლე, რომელთან შეხვედრის ისტორიასაც ეძღვნება მთელი სერიალი. ტრეისი მხოლოდ მერვე სეზონის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა მისი პერსონაჟი აქტიურად მხოლოდ მეცხრე სეზონში შემოდის, სადაც იგი რობინისა და ბარნის ქორწილში დაქირავებულ მუსიკალურ ბენდში უკრავს გიტარაზე. ტედი და ტრეისი ძალიან მალე დაახლოვდნენ და დაქორწინდნენ, მაგრამ მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ბედნიერებიც იყვნენ. ქორწინებაში ტრეისიმ ორი შვილი გააჩინა: პენი და ლუკი. როგორც სერიალის ბოლო სერიაში ირკვევა, ტრეისი 2024 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა, რის შემდეგაც დაქვრივებულმა ტედმა შვიდი წელი მარტოობაში გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო რობინთან დაახლოვებაზე კვლავ ფიქრი.
 
== სეზონების მიმოხილვა ==