რაბათის უბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''რაბათის უბანი''' - გამორჩეული ისტორიული უბანი, სამცხე-ჯავახე...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''რაბათის უბანი''' - გამორჩეული ისტორიული უბანი, სამცხე-ჯავახეთში, [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის მუნიციპალიტეტში]]. [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი]] ძეგლი.
 
==ისტორია==
ადგილი სადაც ქართველები, სომხები, ბერძნები, პოლონელები, უკრაინელები, რუსები და ებრაელები ერთად ცხოვრობდნენ. 1990 წელს საქართველოში დაწყებული არეულობის გამო, დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა. ახალციხეში დარჩენილი ებრალების ორი ოჯახი სინაგოგას ტურისტების მიერ გაღებული შემოწირულობით ინახავს. გასულ წელს ახლციხის ციხეს 75 314 უცხოელი ტურისტი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე მეტი ტურისტი პოლონეთიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან იყო. რაბათი ერთადერთი უბანია, სადაც კათოლიკეების, მართლმადიდებლების, მაჰმადიანების, ებრაელებისა და სომხების სალოცავებია გაშენებული.
 
ახალციხის ისტორიულ უბანში, რაბათში ერთმანეთის გვერდით დგას წმ. მარინეს სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი, იოანე ნათლისმცემლის სახელობის კათოლიკური ეკლესია, სინაგოგა და სომხური სამოციქულო ეკლესია.
 
ახალციხის ისტორია IX საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება.
 
რაბათის ციხის ტერიტორია შვიდ ჰექტარს მოიცავს, სადაც ქართული, თურქული, რუსული არქიტექტურის ნიმუშები გვხვდება.
 
რაბათის ციხის ტერიტორიაზე განთავსებული იყო ჰოსპიტალი, რომლის ტერიტორიაზე ახლა ამფითეატრი, მუზეუმი, რესტორნები, კაფეები, კარიბჭიდან ხელმარცხნივ კი, მარანი გაკეთდა.
 
რაბათის უბანი [[2006]] წლის 7 ნოემბერს, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა [[ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სია|ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის]] კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/ka/document/view/99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაბათის_უბანი“-დან