ვანის ქვაბები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კარიბჭესთან
კორექტურა
ხაზი 12:
სამონასტრო ანსამბლში სამონაზვნო სენაკებს შორის დაცულია როგორც უდაბნოსათვის დამახასიათებელი უძველესი სამყოფი ქვაბები, ასევე შემდეგდროინდელი სამონასტრო ცხოვრების შესაფერი კლდის საცხოვრებლები სამეურნეო დამხმარე სადგომებით. ვანის ქვაბების ხუროთმოძღვრებაში მკვეთრად ჩანს კლდეში ნაკვეთ ადრეულ ქვაბთა თავისებურებანი; ამავე დროს იგი კლდის არქიტექტურის შუალედური ძეგლია, რომელიც ქვაბთა თანდათან განვითარებით XII-XIII საუკუნეებში ვარძიის ხუროთმოძღვრული ფორმების ჩამოყალიბებას ამზადებს.
 
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ და ემდურიან თავის ბედს. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება წარწერები ლექსად. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძვ. ქართული პოეზიის ნიმუშები. გვხვდება [[ვეფხისტყაოსანი|"ვეფხისტყაოსნის"]] ფრაგმენტი - ორი სტროფი ნესტანის წერილიდან, [[ქაჯეთის ციხე|ქაჯეთის ციხიდან]] რომ წერს ტარიელს (1300, 1301), როსტომიანის ერთი სტროფი (2903), ლირიკული ლექსები სასულიერო და საერო ხასიათისა (უმთავრესად სატრფიალო-სამიჯნურო), რომელთაგან რამდენიმე ეკუთვნის წარწერათა შემსრულებლებს ანას და თუმიანს და ხალხური ლექსები. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შმოინახესშემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, "ვეფხისტყაოსნისა" და "[[როსტომიანი]]ს" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვანის_ქვაბები“-დან