კრისტიან X: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
== ადრეული ცხოვრება ==
=== ბავშვობა ===
კრისტიანი დაიბადა 1870 წლის 26 თებერვალს შარლოტენლუნის სასახლეში, კოპენჰაგენში. იგი იყო დანიის კრონპრინც ფრედერიკისა და მისი ცოლის, პრინცესა ლუიზა შვედის უფროსი ვაჟი და მაშასადამე ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე მამის შემდეგ. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია დანიის მეფე კრისტიან IX (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) და დედოფალი ლუიზა ფონ ჰესენ-კასელი, ხოლო დედის მხრიდან შვედეთის მეფე კარლ XV და დედოფალი ლუიზა ნიდერლანდელი ერგებოდნენ. 1870 წლის 31 დეკემბერს იგი კრისტიანსბორგის სასახლის სამლოცველოში ლუთერანად მონათლეს, ცერემონია კი ზელანდის ეპისკოპოსმა ჰანს ლასენ მარტინსენმა შეასრულა.
 
1889 წლიდან დაიწყო სამხედრო განათლების მიღება. ამის შემდეგ, ტრადიციულად იგი დრაკონის მე-5-ე პოლკში მსახურობდა ოფიცრად.
 
=== ქორწინება ===
[[ფაილი:Christian and Alexandrine H.jpg|მარცხნივ|მინი|264x264პქ|კრისტიანი და პრინცესა ალექსანდრინა 1900 წელს თავიანთ ვაჟ ფრედერიკთან ერთად]]
1898 წლის 26 აპრილს, საფრანგეთის ქალაქ კანში კრისტიანმა ცოლად შეირთო გერმანელი პრინცესა ალექსანდრინა მეკლენბურგ-შვერინელი, რომელიც იყო მეკლენბურგ-შვერინის დიდი ჰერცოგის, ფრიდრიხ ფრანც III-ისა და მისი ცოლის, დიდ მთავარ ანასტასია მიხაილოვნა რომანოვას ასული. მათ საკმაოდ მყარი და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, რომელშიც სულ ორი ვაჟი გააჩინეს:
 
# ფრედერიკი (1899-1972), შემდგომში დანიის მეფე, ცოლად შეირთო ინგრიდ შვედი, რომელთანაც სამი ქალიშვილი შეეძინა, მათ შორის საბერძნეთის დედოფალი მარია ანა და დანიის დედოფალი მარგრეტე II;
# კნუდი (1900-1976), დანიის პრინცი, ცოლად შეირთო კაროლინა მატილდა დანიელი, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
 
წყვილი ამალიენბორგის სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც მანამდე მეფე კრისტიან VIII-ის რეზიდენცია იყო. ამას გარდა, საქორწინო საჩუქრად მეფემ მათ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარე სორგენფრის სასახლე აჩუქათ, რომელიც შემდგომში მათ საზაფხულო რეზიდენციად იქცა. მათ რეზიდენციებს, 1914 წელს თავად კრისტიანის მიერ აშენებული კლიტგარდენის ვილაც დაემატა ქალაქ სკაგენში.
 
=== კრონპრინცი ===
1906 წლის 29 იანვარს, მისი ბაბუა, მეფე კრისტიან IX გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტზე მისი 62 წლის მამა, მეფე ფრედერიკ VIII ავიდა, ხოლო კრისტიანი დანიის კრონპრინცად, ანუ პირველ მემკვიდრედ გამოცხადდა.
 
== მეფობა ==
=== ტახტზე ასვლა ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კრისტიან_X“-დან