ბიოწარმოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} ფაილი:PaullHennig2016WorldMap.OAha.CC-BY-4.0.jpg|მინი|ბიომეურნეობის გავრცელების...
 
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Beqabai|Beqabai]]|2=2019 წლის 24 ივლისი}}
[[ფაილი:PaullHennig2016WorldMap.OAha.CC-BY-4.0.jpg|მინი|ბიომეურნეობის გავრცელების არეალი მსოფლიოში (ჰექტრები) <ref name=Atlas>Paull, John & Hennig, Benjamin (2016) [https://www.academia.edu/25648267/Atlas_of_Organics_Four_maps_of_the_world_of_organic_agriculture Atlas of Organics: Four Maps of the World of Organic Agriculture] Journal of Organics. 3(1): 25-32.</ref>|420x420px]]
'''ბიოწარმოება''' — საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი, მეურნეობის ან წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს [[ბიომრავალფეროვნება|ბიომრავალფეროვნების]], [[ეკოლოგია|ეკოლოგიური]] და [[ბიოლოგია|ბიოლოგიური]] ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება გარკვეულ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე.<ref name="მაცნე">[https://matsne.gov.ge/ka/document/view/1978999?publication=0 საქართველოს კანონი ბიოწარმოების შესახებ]</ref>
Line 12 ⟶ 11:
# ქიმიური სინთეზური ნივთიერებების გამოყენების მკაცრად შეზღუდულია;
# აუცილებელია ორგანული მართვის სისტემის უზრუნველყოფისათვის, სათანადო, დეტალური ჩანაწერების წარმოება განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ, მათ შორის ბიოლოგიური და კონვერსიული წარმოების გამიჯვნის თვალსაჩინოებისათვის.
==მდგომარეობა ბიოპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე==
დღეისათვის ორგანული სოფლის მეურნეობა მსოფლიოს 170 ქვეყანაში მოიცავს 70 მილიონ ჰექტარ ფართობს. [[ავსტრალია]]ში ეს ფართობები 12,5 მილიონ ჰექტარს შეადგენს; [[ევროპა]]ში 12, აშშ 2,3, [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] 7,[[ აზია]]ში 3,3, [[აფრიკა]]ში 1,2 მილიონი ჰექტარი. მსოფლიოში ორ მილიონამდე სერთიფიცირებული ბიოფერმერია, რომლის 80 % განვითარებად ქვეყნებზე მოდის: [[ინდოეთი|ინდოეთში]] 600 ათასზე მეტი ასეთი ფერმერია, [[უგანდა]]ში 190 ათასი, [[მექსიკა]]ში 170 ათასი, [[ტანზანია]]ში 150 ათასი, ხოლო თურქეთში 60 ათასამდე ბიოფერმერი.
 
ბიოპროდუქციას ყველაზე მეტად მდიდარი ქვეყნები მოიხმარენ. ამ მიმართულებით გლობალური ბაზარი დაახლებით 25 მილიარდი [[აშშ დოლარი]]ს ღირებულებისაა, რომლის ნახევარი ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დაახლოებით ნახევარი ევროპულ ქვეყნებზე. მხოლოდ 3% ნაწილდება დანარჩენ ქვეყნებზე. FIBL-ის მონაცემების მიხედვით 2017 წელს ორგანული პროდუქტების გაყიდვების მოცულობამ ევროპის ქვეყნებში შეადგინა 37,3 მილიარდი ევრო.<ref name="fibl">[https://www.fibl.org/en/homepage.html FIBL-ის ოფიციალური საიტი]</ref> Ecovia Intelligence-ის კვლევის მიხედვით, [[2017|2017 წლიდან]] ბიოპროდუქტების ბაზარი 6%-ით გაიზარდა.<ref name="ecova">[https://www.ecoviaint.com/ Ecovia Intelligence-ის ოფიციალური საიტი]</ref>
==ბიოპროდუქტების ბაზარი საქართველოში==
2017 წლის მონაცემებით, [[საქართველო]]ში ბიოწარმოებისათვის 2 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი იყო გამოყოფილი. საქართველოდან [[2016]] წელს ექსპორტზე გავიდა დაახლოებით 405 ტონა ორგანული პროდუქტი. ქართული ბიო პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის გერმანია. საქართველოში ბიოწარმოების სერტიფიკატი აქვს 12 საწარმოს/მეწარმეს, ხოლო დანარჩენი 36 სერტიფიცირების პროცესშია (გარდამავალი პერიოდი). საქართველოს კანონით „ბიოწარმოების შესახებ“ ბიოწარმოების სერტიფიკატი არის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, რომლითაც სერტიფიკაციის ორგანო ადასტურებს, რომ სურსათი/ცხოველის საკვები, პირველადი წარმოების პროდუქტი, შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს.<ref name="მაცნე" /> საქართველოში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პერსპექტიულ ბიოდარგებად მიიჩნევა ბიოღვინისა და ბიოჩაის წარმოება.
==ლიტერატურა==
* „ბიოაგროწარმოების განვითარების გზები საქართველოში“, მზ. ბერუაშვილი, გ. წერეთელი. აგრარული საქართველო სამეცნიერო-საინფორმაციო სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი #10 (54), ოქტომბერი 2015
* ნაცვალაძე მარინა, „სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ეკონომიკური მექანიზმი“, თბ. „უნივერსალი“ 2009 წელი
* ხარაიშვილი ე. „ღვინის ბაზარი და მევენახეობა-მეღვინეობის დივერსიფიკაციის კონკურენტული მოდელები საქართველოში“. თბ. „უნივერსალი“ 2017. გვ. 21-23, 97
* Gil, J.M., Gracia, A. and Sanchez, M. (2000), “Market segmentation and willingness to pay for organic products in Spain”, The International Food and Agribusiness Management Review, Vol. 3 No. 2, pp. 207-226
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიოწარმოება“-დან