ესკალატორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 1:
[[File:Bundesarchiv Bild 183-2004-0807-500, Berlin, erste Rolltreppe.jpg|thumb|[[ბერლინი]]ს პირველი ესკალატორი]]
'''ესკალატორი''' ({{lang-en|escalator}}, {{lang-la|scala — კიბე}}), მოძრავი კიბის სახის ქვეითთა გადასაყვანი ამწევ-სატრანსპორტო  მოწყობილობა, კონვეიერი, რომელიც შედგება ჩაკეტილი წირის ფორმის ორი ამწევი [[ჯაჭვი|ჯაჭვისაგან]], მათზე სახსრულად დამაგრებული საფეხურებით. [[ელექტროძრავა|ელექტროძრავას]] ბრუნვით მოძრაობაში მოჰყავს ორი წყვილი „ვარსკვლავი“ მათზე გადაცმული საწევი ჯაჭვებით. ამძრავი, ჩვეულებრივ, ესკალატორის ქვეშ სამანქანო განყოფილობაშია განლაგებული. ესკალატორის ზედა და ქვედა ნაწილებში საფეხურებით იქმნება ჰორიზონტალური სიბრტყეები, რითაც მოსახერხებელი ხდება ესკალატორზე შესვლა და გადმოსვლა.
 
ესკალატორის კონსტრუქცია [[1892]] წელს დააპატენტა [[ამერიკელები|ამერიკელმა]] გამომგონებელმა [[ჯეს რენო]]მ, თუმცა ეს კონსტრუქცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა თავისი დანიშნულებით თანამედროვე ესკალატორისგან და გამიზნული იყო ატრაქციონისთვის . პირველი თანამედროვე ტიპის ესკალატორი დამონტაჟდა [[ლონდონის მეტროპოლიტენი|ლონდონის მეტროპოლიტენში]] [[1911]] წელს. შემდეგ იგი სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენების შედარებით დიდ სიღრმეზე განლაგებულ სადგურებში. მოგვიანებით ესკალატორის გამოყენება სხვა ობიექტებზეც დაიწყეს. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ ესკალატორს შეუძლია მგზავრების გადაყვანა უწყვეტ რეჟიმში, განსხვავებით [[ლიფტი]]სგან, და მაღალი მწარმოებლურობა (თეორიულად 10 ათასი მგზავრი საათში), რომელიც არ არის დამოკიდებული აწევის სიმაღლეზე, თუმცა მას გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა, როგორიცაა მაგალითად, აწევის შეზღუდული სიმაღლე, დამოკიდებული მექანიზმის ტვირთამწეობაზე (ჩვეულებრივ, ესკალატორით ხდება 30-40 მეტრამდე დონეთა სხვაობის გადალახვა), დაბალი სიჩქარე და როგორც კონსტრუქციული, ასევე საექსპლუატაციო სიძვირე. [[მეტროპოლიტენი|მეტროპოლიტენის]] სადგურების გარდა ამჟამად ესკალატორი გამოიყენება ზოგიერთ მრავალსართულიან ობიექტზე, არის შემთხვევები, როდესაც ის გამოიყენება დიდი დაქანების მქონე ქუჩებში ქვეითთა მოძრაობის გასაიოლებლად, ასევე აღსანიშნავია ესკალატორის ტიპის ე.წ. მოძრავი ტროტუარები, რომლებითაც მგზავრების გადაადგილება ხდება ერთ დონეზე ან მცირე დაქანებით.
ხაზი 7:
 
== საქართველო ==
 
[[საქართველო|საქართველოში]] ესკალატორის გამოყენება უკავშირდება [[თბილისის მეტროპოლიტენი|თბილისის მეტროპოლიტენის]] მშენებლობას [[1959]] წელს. მეტროს სადგურ  [[სამგორი (თბილისის მეტრო)|„სამგორში“]] დამონტაჟებულია მოძრავი ჰორიზონტალური ტროტუარი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ზედა და ქვედა ვესტიბიულებს ([[1998]] წლიდან აღარ ფუნქციონირებს). [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 80-იან წლებში [[ქართველები|ქართველი]] [[არქიტექტურა|არქიტექტორების]] მიერ შემოთავაზებული იქნა ესკალატორის გამოყენების იდეა [[თბილისი|თბილისის]] დიდი ქანობის მქონე ქუჩებისთვის [[სოლოლაკი|სოლოლაკის]], [[მთაწმინდა|მთაწმინდისა]] და რიგ სხვა უბნებში. საქართველოში ესკალატორი გამოყენება აგრეთვე სართულების დასაკავშირებლად დიდ სავაჭრო ცენტრებში სტაციონარული კიბეების ნაცვლად.
 
== ლიტერატურა ==
 
{{ქე|3|104}}
 
[[კატეგორია: არქიტექტურა]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ესკალატორი“-დან