ფილიპ I (ორლეანი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60:
 
=== ქორწინება პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელზე ===
[[ფაილი:Mytens, Jan - Henrietta of England - Enfield Museum Service.jpg|მინი|313x313პქ|პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელი]]
1660 წლის 9 ივნისს ლუი XIV-ისა და მარია ტერეზა ესპანელის ქორწინების შემდეგ, დედოფალმა ანა ავსტრიელმა ყურადღება გაამახვილა მისი მეორე ვაჟის, ფილიპის ქორწინებაზე. თავიდან იგი ფიქრობდა ფილიპისა და მისი ბიძაშვილის, გასტონის ასულის ანა მარია ლუიზა დ'ორლეანის დაქორწინებას. ანა მარია დედამისის, მარი დე ბურბონის ერთად-ერთი მემკვიდრე იყო მონტესპიერის ტახტზე, რის გამოც ანას სარძლოდ მოეწონა. თუმცა მადმუაზელ ანა მარიამ ქორწინებაზე უარი თქვა, მიზეზად კი განაცხადა, რომ ფილიპი ბავშვივით იყო მიჯაჭვული დედამისზე. ყოველივე ამის შემდეგ, მას მერე რაც 1660 წელს ინგლისში სტიუარტების რესტავრაცია განხორციელდა, ანა ავსტრიელმა მოისურვა თავისი მულის, ჩარლზ I-ის ქვრივის, დედა-დედოფალ ანრიეტა მარია ფრანგის ნაბოლარა ასულის, პრინცესა ჰენრიეტა ინგლისელის ფილიპზე დაქორწინება. ინგლისელებმა წინადადება მიიღეს, თუმცა მათ სურდათ ჰენრიეტა ლუიზე დაქორწინებულიყო, მაგრამ რადგან მას ცოლი უკვე ჰყავდა, მისი ძმაც გამოდგებოდა. მათი ქორწილი დააყოვნა ჰენრიეტას უფროსი დის, ორანჟ-ნასაუს პრინცესა მერი სტიუარტის გარდაცვალებამ. გლოვის გადავლის შემდეგ, 1660 წლის 22 ნოემბერს საფრანგეთის სამეფო კარმა ფილიპის სახელით ითხოვა ჰენრიეტას ხელი. ჩარლზ II დის გათხოვებას დათანხმდა, თუმცა, საკმაოდ დიდი კომპენსაციის სანაცვლოდ. ფრანგებმა ამისათვის გადაიხადეს 840,000 ეკიუ, ხოლო ჰენრიეტას კომფორტულად მგზავრობაზე 20,000 ეკიუ დახარჯეს, ამასთანავე ჰენრიეტას დაენიშნა 40,000-იანი ყოველთვიური პენსია და კერძო რეზიდენციად გადაეცა მონგარსის სასახლე. ჰენრიეტამ ინგლისი 1661 წლის იანვარში დატოვა. 1661 წლის 30 მარტს, ჰენრიეტა და ფილიპი დაქორწინდნენ. ჰენრიეტამ დიდი პოპულარობა მოიპოვა საფრანგეთში. ჰენრიეტა ყოველთვის ეფლირტავებოდა ლუი XIV-ს და ისიც იმავით ჰპასუხობდა. ამით იგი ქმარს აეჭვიანებდა და დროებით მას მამაკაცებსაც კი ავიწყებდა.