სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Rezo1515|Rezo1515]]|2=2019 წლის 10 ივლისი}}{{ინფოდაფა მმართველი
|სახელი = სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი
|სურათი = Sophiemecklenburgdenmark.jpg
ხაზი 17:
|რელიგია = [[ლუთერანიზმი]]
}}
'''სოფია მეკლენბურგ-გიუსტროველი''' ({{lang-de|Sophie von Mecklenburg-Güstrow}}, {{lang-da|Sophie af Mecklenburg-Güstrow}}; დ. [[4 სექტემბერი]], [[1557]] — გ. [[14 ოქტომბერი]], [[1631]]) — დანიისა და ნორვეგიის დედოფალი 1572-88 წლებში როგორც [[ფრედერიკ II]]-ის მეუღლე. დანიისა და ნორვეგიის მეფე [[კრისტიან IV]]-ის დედა და შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგენტი 1590-94 წლებში.
 
== ადრეული ცხოვრება ==
სოფია დაიბადა1557 წლის 4 სექტემბერს ვიზმარში. იგი იყო მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ ულრიხ III-ისა და მისი მეუღლის, [[ელიზაბეთ დანიელი (1524-1586)|ელიზაბეთ დანიელის]] ერთადერთი ქალიშვილი. დედამისი დანიისა და ნორვეგიის მეფე [[ფრედერიკ I]]-ისა და დედოფალ [[სოფია პომერანიელი|სოფია პომერანიელის]] ასული იყო, ხოლო მამამისი დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე [[ჰანსი (დანია)|ჰანსის]] შვილთაშვილი. ულრიხის მსგავსად, ისიც ძალიან განათლებული პიროვნება იყო. შემდგომში, იგი ცნობილი გახდა, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და ნაკითხი დედოფალი.
 
== დედოფლობა ==
თოთხმეტი წლის ასაკში, 1572 წლის 20 ივლისს, კოპენჰაგენში, სოფია დააქორწინეს მის ბიძაშვილზე, დანიისა და ნორვეგიის მეფე [[ფრედერიკ II]]-ზე, რა დროსაც სიძე 38 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ ფრედერიკის მამა და სოფიას დედა ღვიძლი და-ძმანი იყვნენ. ეს ქორწინება დანიის პირველმა კონსულმა მოაწყო, რომელსაც ხანში შესული მეფის უმემკვიდრეობა აღელვებდა. ფრედერიკს ახალგაზრდობაში თავის საყვარელ ანა ფონ ჰარდერბერგზე სურდა ქორწინება, თუმცა დედამისმა ეს არ დაუშვა, რის გამოც სამუდამოდ ხელი ჰქონდა ამ საქმეზე ჩაქნეული.
 
მიუხედავად ახლო ნათესავური კავშირისა და დიდი ასაკობრივი სხვაობისა, ფრედერიკისა და სოფიას ქორწინება აღწერილია როგორც ჰარმონიული. დედოფალი სოფია მეტად მოსიყვარულე დედაც გამოდგა, ავადმყოფობისას იგი შვილებს თვითონ მკურნალობდა. იგი მკაცრად აკონტროლებდა თავისი შვილების კვებასა და ქცევებს, რის გამოც სოფია მათ თითქმის არ ცილდებოდა გვერდიდან. აღსანიშნავია, რომ მან დიდი ინტერესი გამოავლინა მეცნიერებისა და ასტრონომიისადმი. ის ასევე დაინტერესებული იყო დანიური ფოლკლორული სიმღერებით.
 
დაქვრივებიდან ერთ წელიწადში, სოფიამ თავისი ასული [[ანა დანიელი|ანა]], ცოლად შოტლანდიის, ინგლისისა და ირლანდიის მეფე [[ჯეიმზ VI]]-ს შერთო.
 
== რეგენტობა ==
თავისი ქმრის მმართველობის პერიოდში, მას პოლიტიკური გავლენები ასე თუ ისე, მაინც გააჩნდა. 1588 წელს, ფრედერიკ II-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი [[კრისტიან IV]] ავიდა. ვინაიდან ამ დროს მეფე თერთმეტი წლის იყო, სრულწლოვანების ასაკად კი თოთხმეტი იყო მიჩნეული, სოფია დანიის რეგენტი გახდა. 1590 წელს, როცა რეგენტობა ჩამოართვეს, იგი თავისი მეორე, ასევე მცირეწლოვანი ვაჟის რეგენტი გახდა შლეზვიგ-ჰოლშტაინის საჰერცოგოში.
 
სოფიამ ორგანიზება გაუწია თავისი ქმრის საოცრად პომპეზურ დაკრძალვას. 1593 წელს, მან თავისი მცირეწლოვანი ვაჟი წააქეზა თავისი საჰერცოგოს ავტონომია მოეთხოვა, რამაც ძმებს შორის კონფლიქტი გამოიწვია. ამის გამო, 1594 წელს მას შლეზვიგ-ჰოლშტაინის რეგენტობაც ჩამოართვეს. მეტიც, დანიის მთავრობამ იგი კუნძულ ნიკობინგზე მდებარე სასახლეში გააძევა და გამოკეტა. აქ იგი დროს ასტრონომიის, ქიმიისა და სხვა მეცნიერებების შესწავლაში ატარებდა.
 
== დარჩენილი წლები ==
დედოფალმა სოფიამ, თავის კუთვნილ ლოლანსა და ფალსტერში მოახერხა ფართომასთტაბიანი სავაჭრო ზონების გახსნა და ფულის დეკრატირება, რადგანაც მას მისი ვაჟები აღარ არჩენდნენ. იგი ხშირად სტუმრობდა მეკლენბურგს, 1602 წელს კი დრეზდენში დაესწრო თავისი ასულის, [[ჰედვიგ დანიელი|ჰედვიგის]] ქორწინებას საქსონიის კურფიურსტზე. 1603 წელს, ბიძამისის წინააღმდეგ მეკლენბურგის მემკვიდრეობის ომში ჩაება, სადაც 1610 წელს საბოლოოდ დამარცხდა. 1628 წლისთვის, მან დაიბრუნა თავისი ძველი დიდება და დანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა. სწორედ მან გააცნო კრისტიან IV-ს მისი საყვარელი კრისტენ მიუნკე, რომელზეც შემდგომში მალულად იქორწინა. სოფია გარდაიცვალა 1631 წლის 14 ოქტომბერს, 74 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს როსკილეს კათედრალში, მისი მეუღლის გვერდით.
 
== შვილები ==
ხაზი 142:
 
== ლიტერატურა ==
* Danske dronninger i tusind år, ISBN 87-00-66322-0
* Politikens bog om danske monarker, ISBN 87-00-61607-9
* Gyldendal og Politikens Danmarkshistorie, bind 7, ISBN 87-00-51886-7
 
{{დანიის კონსორტები}}{{ნორვეგიის დედოფლები}}