კლასობრივი ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კლასობრივი ბრძოლა''' — კონფლიქტი სოციალურ კლასებს შორის, რომელთა ინტერესებიც განსხვავებულია.
 
კლასობრივი ბრძოლის თეორია ჩამოაყალიბეს [[კარლ მარქსი|კარლ მარქსმა]] და [[ფრიდრიხ ენგელსი|ფრიდრიხ ენგელსმა]]. მათ გაანალიზეს [[კაპიტალიზმი|კაპიტალისტური]] საზოგადოების სტრატიფიკაცია კლასებად წარმოების საშუალებებთან დამოკიდებულების მიხედვით: გაბატონებული კლასს, [[ბურჟუაზია]]ს კერძო საკუთრებაში აქვს წარმოების საშუალებები და ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას. ჩაგრული კლასი, [[პროლეტარიატი]] მოკლებულია წარმოების საშუალებებს და იძულებულია თავისი სამუშაო ძალა ბურჟუაზიას მიჰყიდოს. ინტერესების წინააღმდეგობა კლასებს შორის ხდება კლასობრივი ბრძოლის მიზეზი, რომელიც იძენს პოლიტიკურ, თეორიულ და ეკონომიკურ ხასიათს. ბურჟუაზია ცდილობს შეინარჩუნოს არსებული ფორმაცია, რაც მშრომელი მასების შეუზღუდავი ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. პროლეტარატი ესწრაფვის არსებული წყობის მოშლას და უკლასო საზოგადოების შექმნას. კლასობრივ ბრძოლაში კარლ მარქსი აპოკალიფსურ ლოგიკას ხედავდა. მისი აზრით, კლასობრივი ბრძოლა სწორედ ის ანტაგონიზმია, რომელიც სოციალურ პროგრესს ამოძრავებს. მარქსისტული თეორიის აზრით, კლასობრივი ბრძოლის პროდუქტია [[სახელმწიფო]] — რეპრესიული მანქანა, რომელიც ემსახურება გაბატონებული კლასის ინტერესების დაცვას და დაბალიჩაგრული კლასის წინააღმდეგობის ჩახშობას.
 
== ლიტერატურა ==