დიტრიხ ბუქსტეჰუდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ცხოვრება: ბიოგრაფიის დეტალები
ტექსტი
ხაზი 3:
 
== ცხოვრება ==
დიტერიხ ბუქსტეჰუდე ([[Დანიური ენა|დანიურად]]-დიდერიკ ბუქსტეჰუდე ''Diderik Buxtehude'') 1637 წელს დაიბადა. დაბადების ადგილად უფრო ხშირად მიჩნეულია

[[Ჰელსინგბორგი|ჰელსინგბორგი]], რომელიც იმ დროს [[Დანია|დანიას]] ეკუთვნოდა. არსებობს ნაკლებადდასაბუთებული და შესაბამისად-ნაკლებადსარწმუნო მოსაზრებაც მისი [[Ოლდესლოე|ოლდესლოეში]] დაბადების შესახებაც. მუსიკოსის მამა, პროფესიით ორღანისტი იოჰან ბუქსტეჰუდე წარმოშობით სწორედ ოლდესლოედან (დღევანდელი [[Შლეზვიგ-ჰოლშტაინი|შლეზვიგ-ჰოლშტაინი]], [[Გერმანია|გერმანია]]) იყო. 1641 წელს იოჰან ბუქსტეჰუდე ქალაქ [[Ჰელსინგერი|ჰელსინგერის]] ტაძარში მსახურობდა. სწორედ ამ ქალაქში გაატარა ბავშვობა დიტერიხმა და აქვე დაასრულა [[ლათინური სკოლა]].
 
დიტერიხ ბუქსტეჰუდე [[1657]]-[[1658]] წლებში [[Ჰელსინგბორგი|ჰელსინგბორგში]], ხოლო, [[1660]]-[[1668]] წლებში კი — ქალაქ [[Ჰელსინგერი|ჰელსინგერის]] გერმანული საკრებულოს ტაძარში მოღვაწეობდა ორგანისტად. [[1668]] წლიდან ბუქსტეჰუდემ ლიუბეკში გადაინაცვლა, სადაც წმ. მარიას ტაძრის მმართველის თანამდებობაზე ჩაანაცვლა თავისი სიმამრი-[[Ფრანც ტუნდერი|ფრანც ტუნდერი]]. ლიუბეკში ბუქსტეჰუდემ ახალი სული შთაბერა მისი სიმამრის მიერ დაარსებულ საშობაო კონცერტების სერიას, სადაც საშობაო-სასულიერო თემაზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები სრულდებოდა. [[1673]] წლიდან ეს კონცერტები, ე.წ. საღამოს მუსიკა ([[Გერმანული ენა|გერმ.]] Abendsmusiken) უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ამან ბუქსტეჰუდეს შორს გაუთქვა სახელი, როგორც კომპოზიტორსა და ვირტუოზ ორგანისტს.
Line 9 ⟶ 11:
[[Იოჰან სებასტიან ბახი|ი.ს. ბახი]] დიდად აფასებდა ბუქსტეჰუდეს შემოქმედებას. [[1705]] წელს მან 400 კილომეტრზე მეტი გაიარა [[Არნშტადტი|არნშტადტიდან]] ფეხით, იმისათვის, რომ ბუქსტეჰუდე ენახა და მისთვის მოესმინა. ლიუბეკში ბახმა კარგა ხანს დაჰყო. სავარაუდოდ, იგი გაკვეთილებსაც იღებდა ბუქსტეჰუდესაგან.
 
ბუქსტეჰუდე 1707 წელს გარდაიცვალა, ლიუბეკში. დაასაფლავეს იმავე ტაძარში, სადაც მსახურობდა, ორგანთან ახლოს. [[1942]] წელს ბრიტანული ავიაციისაგანავიაციის მიერ დაბომბვამ დააზიანა ტაძარი და საფლავის ქვაც,ქვა. რომელიცქვა აღადგინეს [[1957]] წელს, კომპოზიტორის გარდაცვალებიდან 250-ე წლისთავზე.
 
ბუქსტეჰუდე აღიარებულია ჩრდილოგერმანული საორგანო სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენლად. მისი გარდაცვალების შემდეგ ლიუბეკის წმ. მარიას ტაძრის ორგანისტობა გადაიბარა მისმა სიძემ და მოწაფემ იოჰან ქრისტიან შიფერდეკერმა. სხვა მოსწავლეებიდან ცნობილია ასევე [[Ნიკოლაუს ბრუნსი|ნიკოლაუს ბრუნსი]].