ოსები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.162.207-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 25:
 
==ოსთა დასახლება საქართველოს ტერიტორიაზე==
ქართულ და რუსულენოვან საისტორიო საზოგადოებებში ოსთა ეთნოგენეზის, მათი პოლიტიკური ისტორიისა და მიგრაციების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. განსაკუთრებით მწვავე პოლემიკის საგანია ოსთა საქართველოში ჩამოსახლებისა და დამკვიდრების ეტაპები. XX საუკუნეში ოს მკვლევართა ნაწილი მათი საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციის უძველეს დროდ, III-IV ან VI-VII საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვა მეცნიერები კი ამ მოვლენას ჩრდილო კავკასიაში [[მონღოლები|მონღოლთა]] გაბატონებას უკავშირებენ. იყო ცდა, ოსური გვარების გენეალოგიებზე დაყრდნობით მათი მიგრაცია XV-XVI სს-ით განესაზღვრათ. ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ [[ქართლი]]ს მთიანეთში ოსების დასახლება ძირითადად XVII საუკუნეში მოხდა, ხოლო [[დასავლეთ საქართველო|დასავლეთ საქართველოში]] მიგრაცია მიმდინარეობდა XVIII საუკუნეში. თანდათანობით კომპაქტური დასახლებები გაჩნდა [[დვალეთი|დვალეთში]]ში, მდინარეების [[ლიახვი]]სა და [[ქსანი|ქსნის]] ხეობებში, თუმცა ოსების დიდი ნაწილი დისპერსულად განსახლდა მთელ საქართველოში.
 
XIII საუკუნემდე, ალან ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო-პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით სამხედრო დაპირისპირებაში იყო გამოხატული. მდგომარეობა შეიცვალა დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი გიორგი III ის მეფობის პერიოდიდან, როდესაც ოვსები საქართველოს ყმადნაფიცები უნდა გამხდარიყვნენ. იყო ასევე დინასტიური ქორწინებებიც, რაც ხელს უწყობდა ქართულ-ოსური ურთიერთობების განმტკიცებას, მაგრამ მასობრივი ოსური მიგრაციები წყაროებში არ ფიქსირდება. ქართული წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით ულუს მეფობის პერიოდში მომხდარა, როდესაც ბექა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია. 1293 წელს როდესაც დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის აოხრება და რბევა, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან. [[გიორგი ბრწყინვალე]]მ ოსთა წინააღმდეგ საგანგებო ზომები მიიღო: ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა და ისინი ქართლში აღარ დასტოვა. [[ზაქარია ჭიჭინაძე|ზაქაარია ჭიჭინაძის]] აზრით ოსების ჩამოსახლება მე-16 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მოუსავლიანი წელი ზედიზედ დაემთხვა და შიმშილობისა და მოუსავლიანობასთან თავის არიდების მიზნით მათი ერთი ნაწილი საქართველოს (ქართლს) შემოეხიზნა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსები“-დან