ჯან გასტონე მედიჩი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი |სახელი = ჯან გასტონე მედიჩი |სურათი = Giangasto...
 
No edit summary
ხაზი 23:
ჯან გასტონე დაიბადა 1671 წლის 24 მაისს ფლორენციაში, პიტის სასახლეში. იგი იყო ტოსკანის დიდ ჰერცოგ [[კოზიმო III მედიჩი|კოზიმო III]]-ისა და მისი მეუღლის, [[მარგარიტა ლუიზა ორლეანელი|მარგარიტა ლუიზა ორლეანელის]] ნაბოლარა და მესამე შვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ტოსკანის დიდი ჰერცოგი [[ფერდინანდო II მედიჩი|ფერდინანდო II]] და [[ვიტორია დელა როვერე]], ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთისა და ნავარის მეფე [[ანრი IV]]-ის უმცროსი ვაჟი, ორლეანის ჰერცოგი [[გასტონ დე ბურბონი]] და მისი მეორე ცოლი, [[მარგარიტა ლოთარინგიელი]] იყვნენ. მის უფროს ძმას, [[ფერდინანდო მედიჩი|ფერდინანდოს]] სახელი მამის მამის პატივსაცემად დაარქვეს, მის უფროს დას, [[ანა მარია ლუიზა მედიჩი|ანა მარია ლუიზას]] [[ანა მარი ლუიზა ორლეანელი|დეიდამისის]], ხოლო ჯან გასტონეს დედის მამის პატივსაცემად.
 
მისი და-ძმის დაოჯახების შემდეგ, 1697 წელს მისი დის გავლენით ჯან გასტონე დაქორწინდა გერმანელ პრინცესაზე — [[ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი|ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელზე]]. იგი ევროპის ერთ-ერთი უმდიდრესი პრინცესა იყო და ამასთან საღვთო რომის იმპერატორის ბიძაშვილიცრძალიც. წყვილმა თაფლობის თვე ბოჰემიაში გაატარა. ისინი ერთმანეთს კატასტროფულად ვერ ეწყობოდნენ, ამიტომაც ქორწინება უბედური იყო. ამასთან ერთად ჯან გასტონე უნაყოფოც იყო, ისევე, როგორც მისი და-ძმა, რაც მედიჩების დინასტიის შეწყვეტას მოასწავებდა. სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ჯან გასტონე ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა და უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ჰომოსექსუალურ კავშირებს. ხშირად იმდენად თვრებოდა, რომ ავიწყდებოდა ვინ იყო და ველურივით იქცეოდა.
 
1713 წელს მისი ძმა, ასევე უშვილო და ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილი პრინცი ფერდინანდო გარდაიცვალა, ამიტომაც კოზიმო III-მ თავის ტახტის მემკვიდრედ არა ჯან გასტონე, არამედ ანა მარია ლუიზა გამოაცხადა. ყოველივე ეს დიდად გააპროტესტეს ევროპელმა მონარქებმა, რის გამოც, საბოლოოდ მემკვიდრე მაინც ჯან გასტონე გახდა, რომელიც 1723 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტოსკანის დიდი ჰერცოგი გახდა. 1731 წელს, მის მემკვიდრედ ოფიციალურად გამოცხადდა [[მარგერიტა მედიჩი|მარგერიტა მედიჩის]] შვილთაშვილის შვილი, ესპანეთის ინფანტი [[კარლ III (ესპანეთი)|დონ კარლოსი]].